bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 4
Numbers 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 5 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
2
აღრიცხე კოჰათიანები ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
3
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახური საკრებულო კარავში.
4
ესაა კოჰათიანთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდისათვის.
5
შევიდნენ აარონი და მისი ძენი ბანაკის აყრისას, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა და დაფარონ იმით მოწმობის კიდობანი.
6
და ზედ დააფარონ თახაშის ტყავის საბურველი, და ზემოდან გადააფარონ ლურჯი მატყლის ქსოვილი და გაუყარონ კეტები.
7
საწინაშეო პურების ტაბლაზე გაშალონ ლურჯი მატყლის ქსოვილი და ზედ დააწყონ ჯამები, კოვზები, საწდეები და საღვრელი თასები. და მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.
8
და გაშალონ მასზე ჭიაფერი ქსოვილი, და დააფარონ მას თახაშის ტყავის საბურველი, და გაუყარონ კეტები.
9
აიღონ ლურჯი მატყლის ქსოვილი და შეახვიონ სასანთლე და მისი კანდელები, და მისი მაშები, და მისი აქანდაზები, და მთელი ჭურჭელი ზეთისთვის, რომელსაც მისთვის იყენებენ.
10
და მოათავსონ ის და მთელი მისი ჭურჭლეული თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ჩამოკიდონ ლატანზე.
11
ოქროს სამსხვერპლოზე გაშალონ ლურჯი ქსოვილი, და დაბურონ ის თახაშის ტყავის გადასაფარებლით, და გაუყარონ კეტები.
12
და აიღონ ყველა სამსახურებელი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებენ საწმიდარში, და დააწყონ ცისფერ გადასაფარებელზე და დაბურონ ისინი თახაშის ტყავის საბურველით და ჩამოკიდონ ლატანზე.
13
გაასუფთაონ სამსხვერპლოს ნაცრისგან და გაშალონ მასზე ძოწეული ქსოვილი.
14
და დააწყონ ზედ მთელი მისი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზები, ჩანგლები და ნიჩბები, და სასხურებლები – სამსხვერპლოს მთელი აღჭურვილობა, და გაშალონ მასზე თახაშის ტყავის საბურველი და გაუყარონ კეტები.
15
როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ კოჰათიანები ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ დაიხოცონ. ესაა საკრებულო კარვის ტვირთი კოჰათიანთათვის.
16
აარონ მღვდლის ძეს, ელეაზარს, ევალება ზედამხედველობა სალამპრე ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივ პურეულ შესაწირსა და საცხებელ ზეთზე, – ზედამხედველობა მთლიანად კარავზე და ყოველივეზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მის ჭურჭელზე.
17
და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
18
ნუ გადააშენებთ კოჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთაგან.
19
ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცნენ, როდესაც მიუახლოვდებიან წმიდათა წმიდას; აარონი და მისი ძენი მივიდნენ და გაამწესონ კოჰათიანები თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთთან.
20
და ნუ მივლენ საწმიდრის შებურვის სახილველად, რათა არ დაიხოცონ.
21
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
22
აღრიცხე აგრეთვე გერშონიანები მათი მამისსახლებისა და მათი საგვარეულოების მიხედვით.
23
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, აღრიცხე ყველა, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარვის საქმის საკეთებლად.
24
ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი, რაც მათ უნდა აკეთონ და იტვირთონ:
25
მათ უნდა ატარონ კარვის გადასაფარებლები, საკრებულო კარავი და მისი გადასაფარებლები, და თახაშის ტყავის საბურველი, რომელიც მასზეა დაფენილი, და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა.
26
და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს კარიბჭის შესასვლელისა, რომელიც საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, და მათი საბელები, და მათი ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი, და ყოველივე, რაც აქვთ გასაკეთებელი, უნდა აკეთონ.
27
აარონისა და მის ძეთა ბრძანებით უნდა სრულებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე – ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია.
28
ესაა გერშონიანთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში, და მათი მოვალეობანი შესრულდეს აარონის ძის, ითამარის, ზედამხედველობით.
29
მერარიანები მათი საგვარეულოების და მათი მამისსახლების მიხედვით აღრიცხე.
30
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, აღრიცხე ისინი, ყოველი, ვისაც შუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულონ საკრებულო კარვის სამსახური.
31
ესაა მათი ვალდებულება, რომ საკრებულო კარავში მთელი მათი სამსახურისას ატარონ კარვის ძელები, მისი საკეტურები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები.
32
და ეზოს სვეტები, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები, და მათი საბელები, და მათი ყოველი აღჭურვილობა; სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ.
33
ეს არის მერარიანთა საგვარეულოების სამსახური. ყოველი მათი სამსახური საკრებულო კარავთან აარონ მღვდლის ძის, ითამარის, ხელქვევით არის.
34
მოსემ და აარონმა და თემის თავკაცებმა აღრიცხეს კოჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
35
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყველა, ვისაც შეეძლება სამსახურში ჩადგომა კარვის საქმის საკეთებლად.
36
და აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით 2750 კაცი.
37
ესენი იყვნენ აღრიცხულნი კოჰათის საგვარეულოდან, ყველანი, რომელნიც მუშაობდნენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელმძღვანელობით.
38
და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
39
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში სამუშაოდ.
40
მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით აღირიცხა 2630 კაცი.
41
ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონიანთა საგვარეულოდან, ყველა, ვინც მსახურობდა საკრებულო კარავში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით.
42
და აღირიცხა მერარიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით,
43
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა, საკრებულო კარვის საქმის საკეთებლად;
44
და აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით 3200 კაცი.
45
ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, და მოსეს მეშვეობით.
46
ყველა, ვინც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით,
47
30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყველა, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში და ტვირთის ტარება,
48
სულ აღირიცხა 8540 კაცი.
49
უფლის ბრძანებით, მოსეს მეშვეობით აღრიცხეს ისინი – თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთის ზიდვაზე, და თითოეული აღირიცხა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36