bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 17
Numbers 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
დაელაპარაკე ისრაელიანთ და გამოართვი მათ კვერთხები – თითო კვერთხი თითო ტომს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით; ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.
3
ხოლო აარონის სახელი წააწერე ლევის კვერთხს, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის თავკაცისათვის.
4
დააწყვე ისინი საკრებულო კარავში სჯულის კიდობნის წინ, სადაც მე გამოგეცხადებით.
5
და ვისაც მე ამოვირჩევ, მისი კვერთხი აყვავდება; და ასე დავაცხრობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.
6
უთხრა მოსემ ყოველივე ეს ისრაელიანთ, და მისცა მას ყველა თავკაცმა თითო კვერთხი, მათი ტომების მიხედვით, სულ 12 კვერთხი, და აარონის კვერთხი იყო მათ კვერთხებს შორის.
7
და დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე საკრებულო კარავში.
8
და მეორე დღეს შევიდა მოსე საკრებულო კარავში, და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოისხა ნუში.
9
და გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ყველა ისრაელიანს. ნახეს მათ და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
10
და უთხრა უფალმა მოსეს: „დააბრუნე აარონის კვერთხი სჯულის კიდობნის წინ შესანახად, ნიშნად ჭირვეულ ძეთათვის, და შეწყდება მათი დრტვინვა ჩემზე, და აღარ მოისრებიან.“
11
და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა.
12
და უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: „აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი!
13
ყველა, ვინც მიუახლოვდება უფლის კარავს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36