bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 26
Numbers 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 27 →
1
ამ მუსვრის შემდეგ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:
2
„აღრიცხეთ ისრაელიანთა მთელი თემი 20 წლიდან და ზევით, მათი მამისსახლების მიხედვით, ყოველი ისრაელის ლაშქარში გამსვლელი.“
3
და უთხრეს მათ მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
4
„აღრიცხეთ 20 წლიდან და ზევით,“ როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ისრაელიანები, რომლებიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან, იყვნენ:
5
რეუბენი, პირმშო ისრაელისა. რეუბენიანები: ენოქისაგან ენოქელთა საგვარეულო; ფალუსაგან ფალუელთა საგვარეულო;
6
ხეცრონისაგან ხეცრონელთა საგვარეულო; ქარმისაგან ქარმელთა საგვარეულო.
7
ესენია რეუბენიანთა საგვარეულოები; და სულ აღრიცხვით 43730.
8
და ფალუს ძენი იყვნენ: ელიაბი;
9
ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი და აბირამი. ეს ის საზოგადოების რჩეული დათანი და აბირამი იყვნენ, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა აუჯანყდნენ უფალს.
10
და გახსნა მიწამ პირი და შთანთქა ისინი. და კორახიც დაიღუპა მათთან ერთად, როდესაც შთანთქა ცეცხლმა 250 კაცი. და მაგალითად იქცნენ ისინი სხვათათვის.
11
ხოლო კორახის ძენი არ დახოცილან.
12
აი სიმეონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისაგან ნემუელის საგვარეულო; იამინისაგან იამინის საგვარეულო; იაქინისაგან იაქინის საგვარეულო,
13
ზერახისაგან ზერახის საგვარეულო; შაულისაგან შაულის საგვარეულო.
14
ეს არის სიმეონიანთა საგვარეულოები – 22200.
15
გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისაგან ცეფონის საგვარეულო; ხაგისაგან ხაგის საგვარეულო; შუნისაგან შუნის საგვარეულო;
16
ოზნისაგან ოზნის საგვარეულო; ყერისაგან ყერის საგვარეულო;
17
აროდისაგან აროდის საგვარეულო; არელისაგან არელის საგვარეულო.
18
ესენია გადიანთა საგვარეულოები, სულ აღრიცხვით 40500.
19
იუდიანები: ყერი და ონანი. და გარდაიცვალნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
20
და ესენი იყვნენ იუდიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შელახისაგან შელახელთა საგვარეულო; ფერეცისაგან ფერეცის საგვარეულო; ზერახისაგან ზერახის საგვარეულო.
21
ხოლო ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისაგან ხეცრონის საგვარეულო; ხამულისაგან ხამულის საგვარეულო.
22
ესენია იუდას საგვარეულოები, სულ აღრიცხვით 76 500.
23
ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ: თოლაყისაგან თოლაყის საგვარეულო; ფუვასაგან ფუვას საგვარეულო;
24
იაშუბისაგან იაშუბის საგვარეულო; შიმრონისაგან შიმრონის საგვარეულო.
25
ესენია ისაქარის საგვარეულოები, სულ აღრიცხვით 64 300.
26
ზებულუნიანები მათი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ: სერედისაგან სერედის საგვარეულო; ელონისაგან ელონის საგვარეულო; იახლეელისაგან იახლეელის საგვარეულო.
27
ესენია ზებულუნელთა საგვარეულოები, აღრიცხვით 60 500.
28
იოსების ძენი მათი საგვარეულოების მიხედვით: მანაშე და ეფრემი.
29
მანაშეანები: მაქირისაგან მაქირის საგვარეულო; და მაქირმა შვა გალაადი; გალაადისაგან გალაადის საგვარეულო.
30
ესენია გალაადელები: იყეზერისაგან იყეზერის საგვარეულო; ხელეკისაგან ხელეკის საგვარეულო;
31
ასრიელისაგან ასრიელის საგვარეულო; შექემისაგან შექემის საგვარეულო;
32
შემიდაყისაგან შემიდაყის საგვარეულო; ხეფერისაგან ხეფერის საგვარეულო.
33
ცელოფხადს, ხეფერის ძეს, არ ჰყავდა ძენი, მხოლოდ ასულნი ჰყავდა. ცელოფხადის ასულთა სახელები იყო: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
34
ესენია მანაშეს საგვარეულოები, აღრიცხვით 52 700.
35
ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუთელახისაგან შუთელახის საგვარეულო; ბექერისაგან ბექერის საგვარეულო; თახანისაგან თახანის საგვარეულო.
36
ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისაგან ყერანის საგვარეულო.
37
ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, აღრიცხვით 32 500. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით.
38
ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელაყისაგან ბელაყის საგვარეულო; აშბელისაგან აშბელის საგვარეულო; ახირამისაგან ახირამის საგვარეულო;
39
შეფუფამისაგან შეფუფამის საგვარეულო; ხუფამისაგან ხუფამის საგვარეულო.
40
ბელაყის ძენი იყვნენ: არდი და ნაყამანი; არდისაგან არდის საგვარეულო; ნაყამანისაგან ნაყამანის საგვარეულო.
41
ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით, აღრიცხვით 45 600.
42
დანის ძენი მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისაგან შუხამის საგვარეულო. და ესენია დანის საგვარეულოები.
43
სულ შუხამის საგვარეულოში აღრიცხვით 64 400.
44
აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასაგან იმნას საგვარეულო; იშვისაგან იშვის საგვარეულო; ბერიყასაგან ბერიყას საგვარეულო;
45
ბერიყიანთაგან: ხებერისაგან ხებერის საგვარეულო; მალქიელისაგან მალქიელის საგვარეულო.
46
სახელი აშერის ასულისა იყო სერახი.
47
ესენია აშერიანთა საგვარეულოები, აღრიცხვით 53 400.
48
ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ: იახცეელისაგან იახცეელის საგვარეულო; გუნისაგან გუნის საგვარეულო;
49
იეცერისაგან იეცერის საგვარეულო; შილემისაგან შილემის საგვარეულო.
50
ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები, აღრიცხვით 45 400.
51
ეს არის აღრიცხულ ისრაელიანთა რაოდენობა: 601 730.
52
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
53
„ამათ დასამკვიდრებლად შენ უნდა დაუნაწილო ეს ქვეყანა მათი სახელების რიცხვის მიხედვით.
54
გაზარდე მრავალრიცხოვან საგვარეულოთათვის მათი მიწის სამკვიდრებელი, ხოლო მცირერიცხოვანთათვის შეამცირე: თითოეულს მისი აღრიცხული რიცხვის მიხედვით მიეცი მისი სამკვიდრებელი.
55
ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს მიწა, მათი მამების ტომთა სახელის მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრებელი.
56
წილისყრით დანაწილდება მათი სამკვიდრებელი როგორც მრავალრიცხოვანთა, ისე მცირერიცხოვანთა შორის.“
57
აღირიცხნენ ლევიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისაგან გერშონის საგვარეულო, კოჰათისაგან კოჰათის საგვარეულო; მერარისაგან მერარის საგვარეულო.
58
ესენია საგვარეულოები ლევისა: საგვარეულო ლიბნისა, საგვარეულო ხებრონისა, საგვარეულო მახლისა, საგვარეულო მუშისა, საგვარეულო კორახისა. კოჰათმა შვა ყამრამი.
59
ყამრამის ცოლის ერქვა იოქებედი, ასული ლევისა, რომელიც მისმა ცოლმა ეგვიპტეში უშვა. იოქებედი ლევის შეეძინა ეგვიპტეში. იოქებედმა ყამრამს უშვა აარონი და მოსე და მათი დაი მირიამი.
60
და შვა აარონმა ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
61
და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე.
62
და სულ აღრიცხვით ისინი იყვნენ 23 ათასი, ყოველი მამრი ერთი თვის ასაკიდან და ზევით, მაგრამ ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანებთან ერთად, რადგან არ მიეცათ მათ სამკვიდრებელი, როგორც ისრაელიანებმა მიიღეს.
63
ეს იყო მოსესა და ელეაზარ მღვდლის აღრიცხვა, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველებზე, იორდანეს პირას, იერიხოს მახლობლად.
64
მათგან არავინ ყოფილა მოსესა და აარონ მღვდლის მიერ აღრიცხულთა შორის, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში.
65
რადგან თქვა უფალმა მათზე: „დაიხოცებიან ისინი უდაბნოში!“ და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36