bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 21
Numbers 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 22 →
1
როდესაც გაიგო ქანაანელმა მეფემ, ყარადის, სამხრეთის მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა იგი ისრაელს, და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა.
2
და აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: „თუ ამ ხალხს ხელში ჩამიგდებ, მაშინ მე მათ ქალაქებს დავარისხებ.“
3
ისმინა უფალმა ისრაელის ხმა, და მისცა ქანაანელნი, და დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები, და უწოდეს სახელი იმ ადგილს ხორმა.
4
და დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვისაკენ მიმავალი გზით, რათა გვერდი აევლოთ ედომის ქვეყნისთვის. და ხალხმა გამოავლინა სულმოკლეობა გზაზე.
5
ალაპარაკდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რისთვის გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავხოცილიყავით? რადგან აქ არ არის პური და არც წყალი, და შეგვძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.“
6
და მოუვლინა უფალმა ხალხს შხამიანი გველები, რომლებიც გესლავდნენ ხალხს, და ბევრი გაწყდა ისრაელში.
7
მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ. შეევედრე უფალს, რომ მოგვაშოროს ეს გველები.“ და ილოცა მოსემ ხალხისათვის.
8
და უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე ბრინჯაოს გველი და დაამაგრე იგი კეტზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი გადარჩება.“
9
გააკეთა მოსემ ბრინჯაოს გველი, და დაამაგრა კეტზე. და თუ გველი ვინმეს დაკბენდა, შეხედავდა იგი ბრინჯაოს გველს, ცოცხალი რჩებოდა.
10
აიყარნენ ისრაელიანები და დაიბანაკეს ობოთში.
11
და აიყარნენ ობოთიდან, და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმის უდაბნოში, რომელიც მოაბის პირისპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ.
12
იქიდან აიყარნენ და დაბანაკდნენ ზერედის ხევში.
13
იქიდან აიყარნენ, გადაიარეს არნონის ხეობა და უდაბნოში დაიბანაკეს, რომელიც ესაზღვრება ამორეველთა სამფლობელოებს. (არნონი მოაბის საზღვარია მოაბსა და ამორეველთა სამფლობელოებს შორის.
14
ამიტომაც ნათქვამია საუფლო ბრძოლების წიგნში: „და ვაჰები, სუფაში რომ არის, და ხეობები, და არნონი
15
და ხეობათა კალთები, რომელიც ეშვებიან ყარისაკენ და ებჯინებიან მოაბის საზღვრებს.“)
16
და იქიდან მათ გასწიეს ბეერისაკენ. ეს ის ჭაა, რომელზეც მოსეს უთხრა უფალმა: შეკრიბე ხალხი და მივცემო მათ წყალს.
17
მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: „აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას!
18
ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ხალხის თავკაცებმა კვერთხით – თავიანთი არგნებით!“ და უდაბნოდან გასწიეს მათანასაკენ;
19
მათანადან ნახალიელისაკენ და ნახალიელიდან ბამოთისაკენ,
20
ბამოთიდან გავიდნენ ღაიში, რომელიც მოაბის მიწაზეა, ფისგას მთის თხემზე, უდაბნოსკენ რომ იყურება.
21
და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორეველთა მეფეს, ამ სიტყვებით:
22
„გავივლით შენს ქვეყანაზე. არ შევალთ არც ყანებში და არც ვენახებში, არ დავლევთ შენი ჭების წყალს, და ვივლით სამეფო გზით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს.“
23
მაგრამ სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება არ მისცა ისრაელს. და შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი, და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში, და მივიდა იაჰაცში, და შეებრძოლა ისრაელს.
24
მოსრა იგი ისრაელმა მახვილით, და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე – ყამონელთა ტომებამდე, რადგან ყამონელთა ტომების საზღვარი გამაგრებული იყო.
25
აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა ამორეველთა ყველა ქალაქში, ხეშბონში და ყველა მის დაბა-სოფლებში.
26
რადგან ხეშბონი იყო ამორეველთა მეფის, სიხონის, ქალაქი. და ის ებრძოდა მოაბის ყოფილ მეფეს, და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე.
27
ამიტომ ამბობენ მელექსენი: „შედით ხეშბონში, რათა აშენდეს! განმტკიცდეს ქალაქი სიხონისა!
28
რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი – სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
29
ვაი შენ, მოაბო! განადგურდი შენ, ქემოშის ხალხო! მისი ძენი ლტოლვილებად იქცნენ, და მისი ასულნი ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.
30
და ჩვენ განვგმირეთ ისინი. გაწყდა ხეშბონი დიბონამდე, და ნოფახამდე ავაოხრეთ, რომელიც მედების მახლობლადაა.“
31
და დასახლდა ისრაელი ამორეველთა ქვეყანაში.
32
გაგზავნა მოსემ მსტოვრები იაყზერის დასაზვერად; და დაიპყრეს მათ მისი გარეუბნები, და განდევნეს ამორეველები, რომელნიც იქ იყვნენ.
33
და შემობრუნდნენ ისინი და დაადგნენ ბაშანის გზას. და ედრეყიში გამოვიდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ბაშანის მეფე, ყოგი, და მთელი მისი ჯარი.
34
და უთხრა უფალმა მოსეს: „ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ჯარი, და მთელი მისი ქვეყანა. მოექეცი ისე, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც ხეშბონში ცხოვრობდა.“
35
და მუსრი გაავლეს მას და მის ძეებს და მთელ მის ჯარს, და არავინ დატოვეს ცოცხალი, და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36