bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 8
Numbers 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 9 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
დაელაპარაკე აარონს და უთხარი: როდესაც ლამპრებს აანთებ, სალამპრის წინ უნდა დაენთოს შვიდივე ლამპარი.
3
და გააკეთა ასე აარონმა: სალამპრის წინ აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
4
სალამპრე ოქროსგან იყო გამოჭედილი. ღეროდან შროშნებამდე ჭედური იყო. ისეთი გააკეთა მოსემ სალამპრე, როგორიც უჩვენა უფალმა მას.
5
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
6
აიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და განწმიდე ისინი.
7
და განწმედა ასე გააკეთე: აპკურე მათ განმწმედი წყალი და გაიპარსონ სამართებლით მთელი ტანი, და გაირეცხონ სამოსი, და განიწმიდებიან.
8
და მოიყვანონ მოზვერი და მასთან ერთად მოიტანონ პურეულის ძღვენი ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა, და მეორე მოზვერი მოიყვანონ ცოდვის მსხვერპლად.
9
მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი თემი.
10
მოიყვანე ლევიანები უფლის წინაშე, და დაასხან ისრაელიანებმა ხელები ლევიანებს.
11
ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.
12
ლევიანები დაასხამენ ხელებს მოზვრებს თავზე, და შესწირე ერთი ცოდვისათვის, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისათვის, ლევიანთა შესანდობად.
13
და დააყენე ლევიანები აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე, და აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის.
14
და გამოყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემები გახდნენ ისინი.
15
მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები საკრებულო კარვის სამსახურში, როცა განწმედ მათ, და შესარხევი მსხვერპლივით წარადგენ;
16
რადგან მე მებოძა ისინი ისრაელიანთაგან, და მე მივიკუთვნე ისინი ყოველი საშოს გამომრღვევი პირმშოს ნაცვლად.
17
რადგან ჩემია ისრაელიანთა ყოველი პირმშო, კაციდან პირუტყვამდე; მას შემდეგ, რაც მოვსპე ეგვიპტელთა ყოველი პირმშო, ჩემთვის განვიკუთვნე ისინი,
18
და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად
19
და საჩუქრად ვუბოძე ლევიანები აარონსა და მის ძეთ ისრაელიანთაგან, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური საკრებულო კარავში და შენდობა მოიპოვონ ისრაელიანთათვის, რათა არ იყოს ისრაელიანთა შორის მომსრველი სენი საწმიდართან მიახლოების გამო.
20
და გააკეთეს ასე მოსემ და აარონმა და ისრაელიანთა მთელმა თემმა ლევიანთათვის. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელიანებმა.
21
განიწმიდნენ ცოდვისგან ლევიანები, გაირეცხეს სამოსი, და წარადგინა ისინი აარონმა შესარხევი შესაწირავივით უფლის წინაშე; და აღასრულა შენდობა მათთვის აარონმა, რათა განეწმიდა ისინი.
22
და ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავიანთი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოექცნენ ისინი მათ.
23
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
24
ესაა წესი ლევიანთათვის: 25 წლიდან და ზევით, შევლენ სამსახურისათვის, რათა იმსახურონ საკრებულო კარავში.
25
მაგრამ 50 წლის ასაკში ისინი თავს დაანებებენ სამსახურს და აღარ იმუშავებენ.
26
მათ შეუძლიათ მოეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის დაცვაში, მაგრამ ნუღარ იმსახურებენ. ასე განაგე ლევიანების მოვალეობის აღსრულების საქმე.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36