bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 10
Numbers 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
გაიკეთე ვერცხლის ორი ბუკი, ჭედური გააკეთე ისინი, რათა გამოიყენო თემის მოსახმობად და ბანაკთა ასაყრელად.
3
როდესაც ჩაჰბერავენ მათ, შეიკრიბება შენთან მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.
4
როდესაც ერთ ბუკს ჩაჰბერავენ, შეიკრიბებიან შენთან თავკაცები – ისრაელიანთა ათასისთავნი;
5
როდესაც საგანგაშოს ჩაჰბერავთ, აიყრებიან ბანაკები, რომლებიც აღმოსავლეთით დგანან;
6
როდესაც მეორედ ჩაჰბერავთ საგანგაშოს, აიყრებიან ბანაკები, რომლებიც სამხრეთით არიან დაბანაკებული. საგანგაშო უნდა ჩაჰბერონ მათ ასაყრელად.
7
ხოლო როცა კრებულის შეკრება გახდება საჭირო, ჩაჰბერეთ ბუკი, მაგრამ არა საგანგაშო.
8
აარონის ძეებმა – მღვდლებმა – უნდა ჩაჰბერონ ბუკები; და ეს იქნება სამუდამო წესად თქვენთვის და თქვენი მოდგმისათვის;
9
როცა გახვალთ საომრად თქვენსავე ქვეყანაში მტრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ გმტრობთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშოდ და გაგიხსენებთ უფალი, თქვენი ღმერთი, და გადაურჩებით თქვენს მტრებს;
10
და თქვენი სიხარულის დღეს, და თქვენს დღესასწაულებზე, და თქვენს ახალმთვარობას დაჰბერეთ ბუკებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამადლობელო მსხვერპლებზე; და ეს იქნება თქვენს გასახსენებლად თქვენი ღმერთის წინაშე; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
11
და მეორე წლის, მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი საკრებულო კარვიდან.
12
და აიყარნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოდან, და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
13
პირველად აიყარნენ ისინი უფლის ბრძანებით, მოსემ რომ გადმოსცა.
14
იუდიანთა ბანაკის დროშა პირველი დაიძრა რაზმად და რაზმად; ლაშქრას სათავეში ედგა ნახშონი, ძე ყამინადაბისა.
15
და ისაქარიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნეთანელი, ძე ცუყარისა.
16
და ზებულუნიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ძე ხელონისა.
17
შემდეგ დაშალეს კარავი, და აიყარნენ გერშონიანები და მერარიანები – კარვის მზიდველნი.
18
დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, და მისი ლაშქარის მეთაური იყო ელიცური, ძე შედეურისა.
19
სიმეონიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა.
20
და გადიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა.
21
შემდეგ აიყარნენ კოჰათიანები, საწმიდრის მზიდველნი; მათ მისვლამდე კარავი უკვე აღმართული იყო.
22
და დაიძრა დროშა ეფრემიანთა ბანაკისა მათი ლაშქრით, და ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა.
23
მანაშეანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა.
24
და ბენიამინიანთა ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, ძე გედეონისა.
25
ბოლოს დაიძრა დროშა დანიანთა ბანაკისა, მათი ლაშქრით – ეს ბანაკი ყოველთვის უკანასკნელი იყო; და მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა.
26
აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა.
27
და ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყი, ძე ყენანისა.
28
ეს იყო ისრაელიანთა მგზავრობათა რიგი მათი ლაშქრების მიხედვით. ასე მგზავრობდნენ ისინი.
29
უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ მივემგზავრებით იმ ადგილისაკენ, რომელზეც უფალმა თქვა: მას მოგცემთო თქვენ. წამოდი ჩვენთან ერთად, და სიკეთეს გწევთ, რადგან უფალმა სიკეთე ილაპარაკა ისრაელზე.“
30
მაგრამ მან უპასუხა: „არ წამოვალ, მე წავალ ჩემს სამშობლო ქვეყანაში.“
31
უთხრა მოსემ: „ნუ მიგვატოვებ, რადგან შენ იცი, სად უკეთესია დაბანაკება უდაბნოში და შენ თვალი იქნები ჩვენთვის.
32
თუ წამოხვალ ჩვენთან, მაშინ რა სიკეთესაც გვწევს უფალი, ჩვენც იმავეს გწევთ შენ.“
33
და იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე, და აღთქმის კიდობანი წინ მიუძღოდა მათ სამი დღის სავალზე, რათა აღმოეჩინა მათთვის დასავანებელი ადგილი.
34
უფლის ღრუბელი უჩრდილებდა მათ დღისით, როცა მათი ბანაკი დაიძვროდა.
35
და როდესაც დაიძვროდა კიდობანი, მოსე ამბობდა: „აღდეგ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისაგან.“
36
და როცა ჩერდებოდა კიდობანი, მოსე ამბობდა: „დაბრუნდი, უფალო, ისრაელიანთა ათასეულებთან და ბევრეულებთან.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36