bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 16
Numbers 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 17 →
1
და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კოჰათის ძისა – ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა – რეუბენიანები,
2
წარდგნენ მოსეს წინააღმდეგ და მათთან ერთად 250 კაცი ისრაელიანთაგან, თავკაცნი თემისა, საკრებულოში მიწვეულნი, ცნობილი კაცები.
3
შეიკრიბნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მას: „გეყოფათ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი! და რად აღზევდით თქვენ უფლის თემზე?“
4
მოისმინა ეს მოსემ და პირქვე დაემხო.
5
და უთხრა კორახს და მთელ მის დასს: „დილით უფალი აუწყებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, რათა დაიახლოვოს, და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.
6
ასე მოიქეცით: აიღეთ თქვენი საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა,
7
და ხვალ ჩაყარეთ შიგ ცეცხლი, და დააყარეთ ზედ საკმეველი უფლის წინაშე; და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეყოთ, ლევიანებო!“
8
და უთხრა მოსემ კორახს: „აბა, ისმინეთ, ლევიანებო!
9
ნუთუ ეს გეცოტავებათ, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთა თემიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ უფლის კარვის სამსახური და მდგარიყავით თემის წინაშე მის მსახურებად?
10
დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად ყველა შენი ძმა – ლევიანები – შენთან ერთად. და ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
11
ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეთქმულხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მის მიმართ?“
12
გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა, დასაძახებლად, მაგრამ მათ თქვეს: „არ მოვალთ!
13
ნუთუ არ გეყო, რომ უდაბნოში დასახოცად გამოგვიყვანე ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა? და ახლა ისიც გინდა, რომ გაგვიბატონდე!
14
არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც ველ-მინდვრები და ვენახები მოგიცია სამფლობელოდ. თვალები გინდა დაუბრმავო ამ ხალხს? არ წამოვალთ!“
15
ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: „ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისთვის არ გამიკეთებია ბოროტი.“
16
და უთხრა მოსემ კორახს: „შენ და მთელი შენი დასი იყავით უფლის წინაშე ხვალ, შენ და ისინი, და აარონი.
17
და აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლურები და დააყარეთ მას საკმეველი, და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე – 250 საცეცხლური. და შენ და აარონმაც თქვენ-თქვენი საცეცხლურები მიიტანეთ.“
18
და აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩაყარა შიგ ცეცხლი, და დააყარა ზედ საკმეველი, და დადგნენ საკრებულო კარვის შესავალთან, ასევე მოსე და აარონიც.
19
და შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და გამოეცხადა დიდება უფლისა მთელ თემს.
20
და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
21
„გამოეყავით იმ თემს, და მე მოვსპობ მათ წამიერად.“
22
პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო, ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?“
23
და უთხრა უფალმა მოსეს:
24
„უთხარი ამ თემს: განერიდონ კორახის, დათანისა და აბირამის გარემოს.“
25
და ადგა მოსე, და წავიდა დათანთან და აბირამთან, და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები.
26
და უთხრა მან თემს: „განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.“
27
და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავიანთი ცოლებით და ძეებით, და მცირეწლოვანი ბავშვებითურთ.
28
და თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა მე ყოველი ამ საქმის გასაკეთებლად, და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან.
29
თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ მე უფლის გამოგზავნილი.
30
ხოლო თუ ახალ რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, იცოდეთ, რომ უფალი დაუგმია ამ ხალხს.“
31
დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ;
32
დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება.
33
და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და გადაშენდნენ კრებულიდან.
34
მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, შეშინებული: ვაითუ ჩვენც გვშთანთქასო მიწამ!
35
და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს 250 კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.
36
და უთხრა უფალმა მოსეს:
37
„უთხარი ელეაზარ მღვდელს, აარონის ძეს, აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი გადაყაროს გარეთ,
38
რადგან ამ ცოდვილთა საცეცხლურები წმიდა გახდა მათი სიცოცხლის ფასად. მათი საცეცხლურებისგან გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს გარემოსადებელად, რადგან მათ მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდა ისინი. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანთ.“
39
და აიღო ელეაზარ მღვდელმა ბრინჯაოს საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს მათგან სამსხვერპლოს მოსაპირკეთებელი ფირფიტები,
40
რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა, რომ არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს პირით.
41
მეორე დღეს დრტვინავდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, და ეუბნებოდა: თქვენ გაწყვიტეთო უფლის ხალხი.
42
და როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისაკენ და დაინახეს, რომ დაფარა ის ღრუბელმა, და გამოცხადდა უფლის დიდება.
43
და მივიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარვის წინ.
44
და უთხრა უფალმა მოსეს:
45
„მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.“ და პირქვე დაემხნენ ისინი.
46
და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩაყარე შიგ ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დააყარე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისაგან, და იფეთქა შავმა ჭირმა.“
47
და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ იფეთქა შავმა ჭირმა ხალხში. და ჩაყარა საკმეველი საცეცხლურში და შეუნდო ხალხს.
48
ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის და შეწყდა შავი ჭირი.
49
და შეიმუსრა 12700 კაცი, კორახის გამო დახოცილთა გარდა.
50
და დაბრუნდა აარონი მოსესთან საკრებულო კარვის კართან, მას შემდეგ, რაც შეწყდა შავი ჭირი.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36