bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 14
Numbers 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 15 →
1
ატეხა მოთქმა მთელმა თემმა და ტიროდა ხალხი იმ ღამეს;
2
და დრტვინავდა ყოველი ისრაელიანი მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავ ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
3
რატომ მივყავართ უფალს იმ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი ცოლ-შვილი ტყვედ ჩავარდება? არ აჯობებს, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ?“
4
და უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში.“
5
და დაემხნენ მოსე და აარონი პირქვე ისრაელიანთა მთელი კრებულის წინაშე.
6
და ქვეყნის მზვერავთაგან იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ შემოიხიეს სამოსელი
7
და უთხრეს ისრაელის მთელ თემს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ფრიად, ფრიად კარგი ქვეყანაა.
8
თუ მოწყალეა ჩვენს მიმართ უფალი, მაშინ შეგვიყვანს იმ ქვეყანაში და მოგვცემს იმ მიწას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
9
ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა, რადგან ჩვენი ლუკმაა ის; განშორდა მათ მათი მფარველი, ხოლო უფალი ჩვენს შორის არის. ნუ გეშინიათ მათი.“
10
და თქვა მთელმა თემმა: ჩავქოლოთო ესინი! მაშინ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11
და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა მარისხებდეს ეს ხალხი? და როდემდე არ უნდა მერწმუნოს იგი ყველა იმ სასწაულის შემდეგ, რაც მათ შორის მოვახდინე?
12
მოვსრავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ, შენგან კი შევქმნი ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს.“
13
და უთხრა მოსემ უფალს: „გაიგებენ ეგვიპტელნი, რომელთაგანაც შენი ძლიერებით გამოიყვანე ეს ხალხი,
14
და ეტყვიან იმ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ შენ, უფალი, თვალდათვალ ეცხადები და ღრუბელი შენი ადგას მათ, და ღრუბლის სვეტში წინ მიუძღვიხარ მათ დღისით, და ცეცხლის სვეტში – ღამით,
15
და თუ შენ ერთიანად გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომლებსაც სმენიათ შენი დიდება:
16
‘რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.’
17
და ახლა, განდიდდეს ძალა უფლისა, როგორც შენ თქვი:
18
‘უფალი მრავლის მომთმენი და მრავალმოწყალეა, მიმტევებელია ბრალისა და დანაშაულისა, და არამც და არამც არ გაამართლებს დამნაშავეს, მამათა ცოდვას შვილების მესამე და მეოთხე თაობას მოჰკითხავს.’
19
გთხოვ, მიუტევო ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.“
20
და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ;
21
მაგრამ მე ცოცხალი ვარ და უფლის დიდებით აღვსილია მთელი ქვეყანა,
22
რომ ვერცერთი ამ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი სასწაულები, რაც მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, და ვინც მე ათჯერ გამომცადა და არ ისმინა ჩემი ხმა,
23
ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. და ვერც ერთი ჩემი შეურაცხმყოფელი ვერ იხილავს მას.
24
მხოლოდ ქალებს, ჩემს მსახურს, რაკი სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც დადიოდა თვითონ, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25
ყამალეკელნი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.“
26
და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
27
„როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი თემი ჩემს მიმართ? გავიგონე ისრაელიანთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ჩემს მიმართ.
28
უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ მე!’ – ამბობს-თქო უფალი, – როგორც თქვენ ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით თქვენ.
29
ამ უდაბნოში დაცვივა თქვენი გვამები და თქვენ ყველა, აღრიცხულნი მთელი თქვენი რიცხვიდან, 20 წლიდან და ზევით, რომლებიც დრტვინავდით ჩემზე,
30
ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ იქ, გარდა ქალებისა, იეფუნეს ძისა, და იესოსი, ნავეს ძისა.
31
თქვენს ბავშვებს კი, რომლებზეც ამბობდით: ნადავლად იქცევიანო, შევიყვან იქ, და შეიცნობენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ.
32
და თქვენი გვამები დაცვივა ამ უდაბნოში.
33
და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში 40 წელიწადს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში.
34
იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: 40 დღე, თითო წელი თითო დღეზე, თქვენი ცოდვებისათვის 40 წელი ეწამებით და გამოსცდით, თუ რას ნიშნავს ჩემგან მიტოვება.
35
მე, უფალი, ვამბობ და ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში დაასრულებენ ისინი სიცოცხლეს და აქ დაიხოცებიან.“
36
და ის კაცები, რომელნიც მიავლინა მოსემ ქვეყნის დასაზვერად, რომლებიც დაბრუნდნენ და აღაშფოთეს მის წინააღმდეგ მთელი თემი იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრით,
37
ის კაცები, რომლებმაც ცუდი ხმები დაყარეს იმ ქვეყნის შესახებ, სენით დაიხოცნენ და უფლის წინაშე დაეცნენ.
38
მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე გადარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომელნიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
39
როცა მოსე ამ სიტყვებს ელაპარაკებოდა ისრაელიანთ, ხალხი ძლიერ დამწუხრდა.
40
ადგნენ დილაადრიანად და გაეშურნენ მთის თხემისაკენ და თქვეს: წავიდეთ იმ ადგილისაკენ, რომელზეც თქვა უფალმა, რადგან ჩვენ შევცოდეთო.
41
ხოლო მოსემ უთხრათ: „რად გადადიხართ უფლის ბრძანებას? აქედან არაფერი გამოვა.
42
ნუ ახვალთ, რომ არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე, რადგან უფალი თქვენს შორის არაა;
43
რადგან ყამალეკნი და ქანაანელნი დაგიხვდებიან და მახვილით დაეცემით, რადგან ზურგი აქციეთ უფალს, და არ იქნება ის თქვენთან.“
44
მაგრამ ისინი გაკადნიერდნენ და ავიდნენ მთის თხემზე. ხოლო უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
45
და ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36