bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 32
Numbers 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 33 →
1
რეუბენიანებს და გადიანებს დიდძალი საქონელი ჰყავდათ; და იხილეს, რომ ქვეყანა იაყზერისა და ქვეყანა გალაადისა ვარგოდა ფარებისათვის.
2
მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები, და უთხრეს მოსეს და ელეაზარ მღვდელს და თემის თავკაცებს:
3
ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, შებამი, ნებო და ბეყონი –
4
ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, კარგია ფარებისათვისა, შენს მსახურებს კი ფარები ჰყავთ.
5
და კიდევ უთხრეს: „თუ მადლი ვპოვეთ შენს თვალში, მიეცი ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამფლობელოდ; ნუ გადაგვიყვან იორდანეს გადაღმა.“
6
მაგრამ უთხრა მოსემ გადიანთ და რეუბენიანთ: „თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ დარჩებით?
7
რატომ უცრუებთ გულს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მისცა მათ უფალმა?
8
ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად;
9
და მივიდნენ ისინი ეშქოლის ხეობამდე და იხილეს ქვეყანა, და დაუშალეს ისრაელიანთ იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მისცა მათ უფალმა.
10
აღეგზნო უფლის რისხვა იმ დღეს, დაიფიცა მან და თქვა:
11
ვერ იხილავენ ეგვიპტიდან გამოსული კაცები, 20 წლისა და ზევით, იმ ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაამს, ისააკს და იაკობს, რადგან არ დამემორჩილნენ მე,
12
გარდა ქალებისა, კენიზელი იეფუნეს ძისა, და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი დაემორჩილნენ უფალს.
13
და აღეგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელიწადს, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
14
და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის მრისხანება ისრაელზე.
15
თუ ზურგს შეაქცევთ უფალს, ის კვლავ მიატოვებს ისრაელიანთ უდაბნოში, და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს.“
16
და მივიდნენ ისინი მასთან, და უთხრეს: „ჩვენ აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი ფარებისათვის და ქალაქებს – ჩვენი ბავშვებისათვის.
17
ჩვენ თვითონ კი უმალ შევიარაღდებით და წავუძღვებით ისრაელიანთ, ვიდრე მათ თავ-თავიანთ ადგილას არ მივიყვანთ. ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩებიან გამაგრებულ ქალაქებში, ამ ქვეყნის მკვიდრთა საფრთხის გამო.
18
არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს ყოველი ისრაელიანი თავის სამკვიდროს.
19
რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იმას იქით, თუკი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთ მხარეს, შეგვხვდება სამკვიდრო.“
20
და უთხრა მათ მოსემ: „თუ გააკეთებთ ამას, თუ შეიარაღებულნი გახვალთ საომრად უფლის წინაშე,
21
და თითოეული თქვენთაგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,
22
და თუ დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე, მერე დაბრუნდით და უბრალონი იქნებით უფლისა და ისრაელის წინაშე, და თქვენი სამფლობელო იქნება ეს ქვეყანა უფლის წინაშე.
23
თუ ასე არ გააკეთებთ, მაშინ შესცოდავთ უფალს და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა მოგეწევათ.
24
აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები თქვენი ფარებისათვის, ოღონდ ის, რაც თქვენი პირიდან გამოვიდა, შეასრულეთ.“
25
და უთხრეს მოსეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: „შენი მსახურნი ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს.
26
ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი ფარები და მთელი ჩვენი საქონელი დარჩება აქ, გალაადის ქალაქებში.
27
ხოლო ყოველი შენი მსახური, საომრად შეიარაღებული უფლის წინაშე გავა ბრძოლაში, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი.“
28
და უბრძანა მათ შესახებ მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს, და ისრაელიანთა ტომთა მამამთავრებს,
29
და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად, შეიარაღებულნი უფლის წინაშე, და დაპყრობილ იქნება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მაშინ მისცემთ მათ გალაადის ქვეყანას სამფლობელოდ;
30
ხოლო თუ არ გადმოვლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ ისინიც მიიღებენ სამფლობელოს თქვენს შორის ქანაანის ქვეყანაში.“
31
მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: „როგორც უფალმა უთხრა შენს მსახურთ, ისე გავაკეთებთ.
32
ჩვენ გადავალთ შეიარაღებულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში და ჩვენი სამკვიდრებლის სამფლობელო იორდანეს გამოღმა გვექნება.“
33
და მისცა მათ მოსემ, გადიანთ და რეუბენიანებს, და იოსების ძის, მანაშეს, ნახევარტომს, სამეფო სიხონისა, ამორეველთა მეფისა, და სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, მიწა მისი ქალაქებითა და ამ ქვეყნის ქალაქების შემოგარენით.
34
და ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი,
35
და ყათროთ-შოფანი, იაყზერი, იოგბეჰა,
36
ბეთ-ნიმრა და ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები მათი ფარეხებითურთ.
37
და რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი,
38
ნებო და ბაყალ-მეყონი, რომელთაც სახელები შეუცვალეს, და სიბმა; და უწოდეს სახელები ქალაქებს, რომელნიც მათ ააშენეს.
39
წავიდნენ ძენი მაქირისა, მანაშეს ძისა, გალაადში და დაიპყრეს იგი, და განდევნეს ამორეველნი, რომელნიც იყვნენ იქ;
40
და მისცა მოსემ გალაადი მაქირს, მანაშეს ძეს, და ის დამკვიდრდა იქ.
41
იაირი, მანაშეს ძე, წავიდა და დაიპყრო მათი სოფლები, და უწოდა მათ იაირის სოფლები.
42
და წავიდა ნობახი და დაიპყრო კენათი და მისი გარეუბნები და უწოდა მას ნობახი თავისი სახელის მიხედვით.
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36