bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 3
Numbers 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 4 →
1
ეს არის აარონისა და მოსეს მოდგმა იმ დღისათვის, როდესაც უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე.
2
ესაა აარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
3
ესაა აარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომელნიც სამღვდლოდ აკურთხა მან.
4
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა უცხო ცეცხლი შესწირეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში. და რაკი შვილები არ ჰყავდათ მათ, მღვდელმსახურება იწყეს ელეაზარმა და ითამარმა, თავიანთი მამის, აარონის, სიცოცხლეშივე.
5
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
6
მიიყვანე ლევის ტომი და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას.
7
და ემსახურონ მას და მთელ თემს საკრებულო კარვის წინ, და შეასრულონ კარვის სამსახური,
8
დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელიანთა მცველებად იდგნენ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური.
9
გადაეცი ლევიანები აარონსა და მის ძეებს. მას უნდა ჰყავდეს ისინი ჩაბარებული ისრაელიანთაგან.
10
აარონსა და მის ძეებს ჩააბარე საკრებულო კარავი, რათა დაიცვან თავიანთი მღვდლობა და ყველაფერი, რაც სამსხვერპლოსია და ფარდის შიგნითაა, ხოლო უცხო, თუ ვინმე მიეკარება, მოიკლას.
11
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
12
აჰა, მე ავიყვან ლევიანებს, ისრაელიანთაგან, ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გამოარღვევს დედის საშოს. ჩემები იქნებიან ლევიანები,
13
რადგან ჩემია ყოველი პირმშო. იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში. ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან ისინი; მე ვარ უფალი.
14
და ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა:
15
აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლებისა და საგვარეულოების მიხედვით. ყოველი მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი აღრიცხე.
16
აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც მიიღო ბრძანება.
17
ესენი იყვნენ ლევიანები მათი სახელების მიხედვით: გერშონი, კოჰათი და მერარი.
18
ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმეყი.
19
კოჰათიანები თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
20
და ძენი მერარისა თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლების მიხედვით.
21
გერშონისაგან: ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა. ესაა გერშონის საგვარეულოები.
22
აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვისა და მათზე უფროსნი, სულ 7500.
23
გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკებინა კარვის უკან, დასავლეთით.
24
გერშონის მამისსახლების თავკაცი იყო ელიასაფი, ძე ლაელისა.
25
გერშონიანებს ებარათ საკრებულო კარავი და მისი გადასახურავი და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა.
26
ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და საკურთხევლის გარშემოა, და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით.
27
კოჰათისაგან ყამრამის საგვარეულო და საგვარეულო იცჰარისა, საგვარეულო ხებრონისა და საგვარეულო ყუზიელისა. ეს იყო კოჰათის საგვარეულოები.
28
ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, იყო 8600, საწმიდრის მოვალეობის შემსრულებლად.
29
კოჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით, სამხრეთისაკენ.
30
კოჰათიანთა საგვარეულოების მამისსახლების თავკაცი იყო ელიცაფანი, ძე ყუზიელისა.
31
მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა, ლამპარი და სამსხვერპლოები და საწმიდრის ჭურჭელი, ფარდა და მსახურებისთვის საჭირო მთელი მოწყობილობა.
32
ლევიანთა წინამძღოლთა თავკაცი იყო ელეაზარი, ძე აარონ მღვდლისა. იგი ზედამხედველობდა მათ, ვინც საწმიდრის სამსახურს ასრულებდა.
33
მერარისაგან იყო საგვარეულო მახლისა და საგვარეულო მუშისა. ეს იყო საგვარეულოები მერარისა.
34
ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, იყო 6 200.
35
მერარის საგვარეულოების მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელი, ძე აბიხაილისა. მათ კარვის გვერდით უნდა დაებანაკათ, ჩრდილოეთით.
36
მერარიანებს ებარათ კარვის ძელები, მისი საკეტურები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი აღჭურვილობა და მათი ყოველი მოწყობილობა,
37
ასევე სვეტები ეზოს გარშემო, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები და მათი საბელები.
38
ხოლო სავანის წინ, აღმოსავლეთით, საკრებულო კარვის წინ, უნდა დაებანაკათ მოსეს, აარონსა და მის ძეებს, რომელთაც ევალებოდათ საწმიდრის დაცვა ისრაელიანთა შორის. და უცხო, ვინც კი გაეკარებოდა, უნდა მომკვდარიყო.
39
ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა მათი საგვარეულოებითურთ, ყოველი მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი იყო 22 ათასი.
40
და უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყოველი პირმშო მამრი ისრაელიანთაგან, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, გადაითვალე ისინი სახელებით.
41
და აიყვანე ლევიანები ჩემთვის, – მე ვარ უფალი, – ყოველი პირმშოს სანაცვლოდ ისრაელიანთაგან, და ლევიანთა საქონელი ისრაელიანთა ყოველი პირველმოგებული პირუტყვის სანაცვლოდ.
42
აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, ყოველი პირმშო ისრაელიანი.
43
და იყო ყოველი პირმშო მამრი სახელთა რიცხვით, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, მათი აღწერით 22 273.
44
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
45
აიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად, ჩემი არიან ლევიანები; მე ვარ უფალი.
46
იმ 273 კაცის გამოსასყიდად, რომლითაც მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები,
47
აიღე ხუთ-ხუთი შეკელი ყოველ სულზე, საწმიდრის შეკელით, რომელიც იწონის ოც გერას,
48
მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეებს მათგან ზედმეტის გამოსასყიდად.
49
და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან.
50
ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი 1365 შეკელი, საწმიდრის შეკელით.
51
და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მას.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36