bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 20
Numbers 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 21 →
1
და მოვიდნენ ისრაელიანები, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს, და დარჩა ხალხი კადეშში, და მოკვდა იქ მირიამი და იქვე დაეფლა.
2
და არ ჰქონდა თემს წყალი, და შეითქვნენ ისინი მოსესა და აარონის წინააღმდეგ.
3
და აუჯანყდა ხალხი მოსეს და უთხრა: „ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები დაიხოცნენ უფლის წინაშე!
4
რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, რომ გავწყდეთ აქ ჩვენცა და ჩვენი საქონელიც?
5
რად ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, იმისთვის, რომ მოგეყვანეთ ამ უვარგის ადგილას, რომელზეც არც ითესება, და არც ლეღვია და ვაზი, არც ბროწეული და წყალიც კი არაა დასალევად?“
6
და წავიდნენ მოსე და აარონი კრებულისაგან საკრებულო კარვის შესასვლელისკენ, და დაეცნენ პირქვე, და გამოეცხადა მათ დიდება უფლისა.
7
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
8
„აიღე კვერთხი, და შეკრიბეთ მთელი თემი შენ და აარონმა, შენმა ძმამ, და უთხარით კლდეს მათ თვალწინ, და მოგცემთ ის თავისგან წყალს. და ასე გადმოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან, და დაარწყულებ შენს თემსა და მათ პირუტყვს.“
9
აიღო მოსემ კვერთხი, რომელიც უფლის წინაშე იყო, როგორც მან უბრძანა.
10
და შეკრიბეს მოსემ და აარონმა კრებული კლდესთან და უთხრა მათ: „ისმინეთ, მეამბოხეებო, ამ კლდისაგან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი?“
11
და აღმართა მოსემ ხელი, და დაჰკრა კლდეს თავისი კვერთხი ორჯერ. და წამოვიდა უხვად წყალი, და სვა თემმა და მათმა პირუტყვმა.
12
მაგრამ უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „რადგან არ მერწმუნეთ მე, რომ გამომეჩინა ისრაელიანთა თვალში ჩემი სიწმიდე, თქვენ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ ვაძლევ.“
13
ესაა მერიბას წყალი, სადაც დრტვინავდნენ ისრაელიანები უფალზე და სადაც გამოუჩინა მან მათ თავისი სიწმიდე.
14
გაგზავნა მოსემ მოციქულები კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: „ასე თქვა შენმა ძმამ, ისრაელმა: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც ჩვენ თავს გადაგვხდა,
15
ჩავიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტეში, და იქ ვცხოვრობდით დიდხანს, და ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელნი ჩვენცა და ჩვენს მამებსაც.
16
და როდესაც შევღაღადეთ უფალს, ისმინა მან ჩვენი ხმა, და მოავლინა ანგელოზი და გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. და მოვედით კადეშში, შენს მოსაზღვრე ქალაქში.
17
ნება მოგვეცი, გავიაროთ შენს ქვეყანაზე. არ გავივლით თქვენს ყანებსა და ვენახებზე, და არ დავლევთ თქვენი ჭების წყალს. სამეფო გზით ვივლით და არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს.“
18
მაგრამ ედომმა შეუთვალა მას: „არ გაიარო ჩემს მიწაზე, თორემ მახვილით გამოვალ შენს წინააღმდეგ.“
19
უთხრეს მას ისრაელიანებმა: „ჩვენ წამოვალთ მთავარი გზით, და თუ შენ წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდით; სხვას არაფერს გთხოვთ, მხოლოდ ფეხით გავივლით.“
20
მაგრამ მან შეუთვალა: „არ გაიარო!“ და გამოვიდა ედომი ისრაელის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი, კარგად აღჭურვილი ლაშქრით.
21
არ დათანხმდა ედომი, რომ გზა მიეცა ისრაელიანთათვის, რომ გაევლო მის საზღვრებში. და გვერდი აუარა მას ისრაელმა.
22
დაიძრნენ კადეშიდან ისრაელიანები, და მივიდა მთელი თემი ჰორის მთასთან.
23
და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე:
24
„შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან იგი არ შევა იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელიანთ, რადგან თქვენ არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.
25
წაიყვანე აარონი და ელეაზარი, მისი ძე, და აიყვანე ისინი ჰორის მთაზე.
26
გახადე აარონს მისი შესამოსელი და შემოსე მით ელეაზარი, მისი ძე, რადგან აარონი შეეძინება თავის ხალხს და იქ მოკვდება.“
27
გააკეთა მოსემ ისე, როგორც უბრძანა უფალმა, და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ.
28
გახადა მოსემ აარონს მისი შესამოსელი და შემოსა მით ელეაზარი, მისი ძე. და მოკვდა აარონი იქ მთის თხემზე, და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
29
და იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს ისრაელის მთელი სახლი 30 დღე.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36