bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 9
Numbers 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 10 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს:
2
უთხარი ისრაელიანთ, აღასრულონ პასექი მისთვის დაწესებულ დროს;
3
ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულეთ ის, დაწესებულ დროს, ყოველი მისი წესისა და რიგის დაცვით აღასრულეთ ის.
4
და უთხრა მოსემ ისრაელიანთ, რომ აღესრულებინათ პასექი.
5
და აღასრულეს მათ პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში. ყველაფერი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა.
6
და იყვნენ იქ ზოგიერთები, რომელნიც შებილწულნი იყვნენ მკვდარი ადამიანის გვამების შეხებით და არ შეეძლოთ პასექის აღსრულება იმ დღეს; და მივიდნენ ისინი მოსესა და აარონის წინაშე იმ დღეს,
7
და უთხრეს მათ მას: „შებილწულნი ვართ მკვდარი ადამიანის გვამებთან შეხებით. რატომ უნდა მოვაკლდეთ და ვერ შევწიროთ შესაწირავი უფალს ისრაელიანთა შორის დანიშნულ დროს?“
8
და უთხრა მათ მოსემ: „მოიცადეთ, მოვისმენ, რას გიბრძანებთ უფალი.“
9
და უთხრა უფალმა მოსეს და თქვა:
10
უთხარი ისრაელიანთ: თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, მაინც აღასრულოს პასექი უფლისა.
11
მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, აღასრულონ პასექი, ხმიადითა და მწარე მწვანილთ ჭამონ ის.
12
არაფერი დატოვონ მისგან შეუჭმელი განთიადამდე, და მისი ძვლები არ დაამტვრიონ; აღასრულონ პასექი ყოველი წესის დაცვით.
13
ხოლო ყოველი, რომელიც სუფთაა და გზად არ არის, და არ აღასრულებს პასექს, ის სული უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან უფლის შესაწირავი არ შესწირა დანიშნულ დროს, ცოდვა დაედება მას.
14
თუ იცხოვრებს თქვენთან ხიზანი და აღასრულებს უფლის პასექს, წესისა და რიგისამებრ აღასრულოს ის. ერთი წესი გქონდეთ – ხიზნისათვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც.
15
კარვის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა საკრებულო კარავი, და ბინდიდან განთიადამდე ცეცხლივით მოჩანდა ის კარვის თავზე.
16
და ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას დღისით და ცეცხლივით ჩანდა ღამით კარავზე.
17
როცა ღრუბელი კარავს ასცილდებოდა, მაშინ აიყრებოდნენ ხოლმე გზის გასადგომად ისრაელიანები. და იმ ადგილზე, სადაც ჩერდებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკდებდნენ ხოლმე ისრაელიანები.
18
უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები და უფლის ბრძანებითვე იბანაკებდნენ. მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა კარავს, ისინიც იდგნენ.
19
და მაშინაც, როცა ღრუბელი დიდხანს აყოვნებდა კარავზე, ისრაელიანები ასრულებდნენ უფლის ბრძანებას და არ აიყრებოდნენ ხოლმე.
20
და როდესაც ღრუბელი კარავზე რამდენიმე დღეს აყოვნებდა, ისინი უფლის ბრძანებით იბანაკებდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე.
21
და ისეც ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა ბინდიდან განთიადამდე, და დილას აიწევდა ღრუბელი, და ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. დღე იქნებოდა თუ ღამე, როცა აიწევდა ღრუბელი, ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე.
22
თუ ორი დღე, ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი კარავზე, ისრაელიანებიც იდგნენ და არ დაიძვროდნენ. და როცა აიწევდა, ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე.
23
უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე, უფლის სამსახურს ასრულებდნენ. და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36