bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 2
Numbers 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 3 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსესა და აარონს, და უთხრა:
2
ყოველმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის ნიშნებთან დაიბანაკოს; საკრებულო კარვის ირგვლივ დაიბანაკონ მათ.
3
წინა მხარეს, აღმოსავლეთით, დაბანაკდეს იუდას ლაშქარი. იუდეანთა თავკაცი – ნახშონი, ძე ყამინადაბისა.
4
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 74 600 კაცი.
5
მის მომდევნოდ ისაქარის ტომი. მისი თავკაცი – ნეთანელი, ძე ცუყარისა.
6
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 54 400 კაცი.
7
შემდეგ ზებულუნის ტომი. ზებულუნიანთა თავკაცი – ელიაბი, ძე ხელონისა.
8
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 57 400 კაცი.
9
იუდას ტომში აღრიცხული მთელი ლაშქარი 186 400 კაცი. ისინი პირველნი უნდა გაემგზავრნენ.
10
სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. რეუბენიანთა თავკაცი – ელიცური, ძე შედეურისა.
11
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი – 46 500 კაცი.
12
მის მომდევნოდ სიმეონის ტომი. სიმეონის ძეთა თავკაცი – შელუმიელი, ძე ცურიშადაისა.
13
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 59 300 კაცი.
14
შემდეგ გადის ტომი. გადიანთა თავკაცი – ელიასაფი, ძე რეღუელისა.
15
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 45 650 კაცი.
16
რეუბენის ბანაკში აღრიცხული მთელი ლაშქარი – 151 450 კაცი მეორენი უნდა გაემგზავრნენ.
17
როცა დაიძვრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკთა შუაში იყოს, როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე გაემგზავრნენ, თითოეული თავის დროშასთან.
18
დასავლეთით იყოს ეფრემის ლაშქარი თავისი რაზმებით. ეფრემიანთა თავკაცი – ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა.
19
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 40500 კაცი.
20
მომდევნოდ მანაშეს ტომი. მანაშეანთა თავკაცი – გამალიელი, ძე ფედაცურისა.
21
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 32200 კაცი.
22
შემდეგ ბენიამინის ტომი. ბენიამინიანთა თავკაცი – აბიდანი, ძე გედეონისა.
23
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 35400 კაცი.
24
ყოველი აღრიცხული ეფრემის ბანაკში მთელი მათი ლაშქრით 108100 კაცი. ისინი მესამენი უნდა გაემგზავრნენ.
25
დანის ბანაკის ჩრდილოეთით იყოს დანის ლაშქარი. დანიანთა თავკაცი – ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა.
26
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 62700 კაცი.
27
მასთან დაიბანაკოს აშერის ტომმა. აშერიანთა თავკაცი – ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა.
28
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 41500 კაცი.
29
შემდეგ ნაფთალის ტომი. ნაფთალიანთა თავკაცი – ახირაყი, ძე ყენანისა,
30
მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 53400 კაცი.
31
ყოველი აღრიცხული დანის ბანაკში 157600 კაცი. ისინი უკანასკნელნი უნდა გაემგზავრნენ თავ-თავის ლაშქრებად.
32
ეს იყო ისრაელიანთა აღრიცხვა მათი მამისსახლების მიხედვით. ყოველი აღრიცხული ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო 603550.
33
ხოლო ლევიანები არ აღირიცხნენ ისრაელიანთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
34
და გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ასე დაიბანაკეს თავიანთი დროშების მიხედვით და ასე გაემგზავრა თითოეული თავისი ტომის მიხედვით, თავის მამისსახლის მიხედვით.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36