bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 22
Numbers 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 23 →
1
აიყარნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანეს გადაღმა, იერიხოს გაღმა.
2
და იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც უყო ისრაელმა ამორეველებს.
3
ძალზე შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან იგი მრავალრიცხოვანი იყო. და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.
4
და უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: „ახლა გააჩანაგებს ეს ხალხი ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივაა, როგორც ხარი აჩანაგებს მინდვრის ბალახს.“ იმჟამად მოაბის მეფე იყო ბალაკი, ძე ციფორისა.
5
გაუგზავნა მან მოციქულები ბალაამს, ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარე ევფრატთანაა, ამავის ქვეყანაში, რათა მოეწვიათ იგი და ეთქვათ: „აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. უკვე დაფარა მიწის პირი და ის ჩემს პირდაპირ დამკვიდრდა.
6
და ახლა, მოდი, დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან იგი ჩემზე ძლიერია. ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან, რადგან ვიცი, რომ ვისაც აკურთხებ, კურთხეული იქნება, და ვისაც დასწყევლი, წყეული იქნება.“
7
და წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები. მათ ხელთ ჰქონდათ სამისნოს საფასური და მივიდნენ ბალაამთან და გადასცეს მას ბალაკის სიტყვები.
8
უთხრა მათ ბალაამმა: „გაათიეთ ეს ღამე აქ და გაგცემთ პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. და დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.“
9
მივიდა ღმერთი ბალაამთან და ჰკითხა: „ვინ არიან ეს კაცები შენთან?“
10
და უთხრა ბალაამმა ღმერთს: „მოაბის მეფეს, ბალაკს, ციფორის ძეს, გამოუგზავნია ისინი ჩემთან და შემოუთვლია:
11
აჰა, ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, დაფარაო მიწის პირი. ახლა მოდი, დამიწყევლე ის; ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნოო.“
12
უთხრა ღმერთმა ბალაამს: „არ წაჰყვე მათ, არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი.“
13
და ადგა ბალაამი დილით და უთხრა ბალაკის თავკაცებს: „წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან უფალს არ სურს, რომ თქვენთან ერთად გამომიშვას.“
14
და ადგნენ მოაბელი თავკაცები, და დაბრუნდნენ ბალაკთან და უთხრეს: არ ნებავსო ბალაამს ჩვენთან წამოსვლა.
15
კვლავ გაგზავნა ბალაკმა თავკაცები, უფრო მეტი და მათზე უფრო სახელოვანი.
16
მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს მას: „ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ‘ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე,
17
რადგან ძალიან დიდ პატივს გცემ, და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ; წამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი.’“
18
და უპასუხა ბალაამმა ბალაკის მსახურებს: „თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც ნაკლებს ვიზამ და ვერც მეტს.
19
ახლა დარჩით თქვენც აქ ამაღამ, და მე გავიგებ, რას გამომიცხადებს უფალი.“
20
მოვიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა მას: „თუ შენს მისაწვევად მოვიდნენ ეს კაცები, ადექ, გაჰყევი მათ; ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ის გააკეთე.“
21
ადგა ბალაამი დილით და შეკაზმა თავისი ჭაკი ვირი და წაჰყვა მოაბელთა თავკაცებს.
22
და აღეგზნო რისხვა ღმერთისა, რადგან წავიდა იგი. და დადგა უფლის ანგელოზი გზაზე მის შესაჩერებლად. ხოლო იგი ამხედრებული იყო თავის ვირზე და თან ორი მსახური ახლდა.
23
დაინახა ვირმა გზაზე მდგომი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში და გადაუხვია გზიდან, და წავიდა მინდორზე. ბალაამმა კი ვირს ცემა დაუწყო, რათა გზისკენ მოებრუნებინა.
24
და დადგა უფლის ანგელოზი ვენახების ორღობეში: ღობე იყო ერთ მხარესაც და ღობე იყო მეორე მხარესაც.
25
როცა დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, კედელს აეკრა, და ზედ მიაჭყლიტა ბალაამის ფეხი. და მან კვლავ დაუწყო ცემა ვირს.
26
და კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არ იყო ასაქცევი გზა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
27
დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და ჩაიკეცა. და განრისხდა ბალაამი და ჯოხი დასცხო ვირს.
28
და გაუხსნა უფალმა ბაგე ვირს და უთხრა მან ბალაამს: „რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედა მცემ?“
29
უთხრა ბალაამმა ვირს: „იმიტომ რომ აბუჩად ამიგდე. ხელში მახვილი რომ მქონოდა, ახლავე მოგკლავდი.“
30
და უთხრა ვირმა ბალაამს: „განა შენი ვირი არა ვარ, რითაც დადიხარ მთელი შენი ცხოვრება დღემდე? განა მჩვევია შენთან ასე მოქცევა?“ და უპასუხა მან: „არა.“
31
და აუხილა თვალი ბალაამს უფალმა, და იხილა მან გზაზე მდგომი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით. და მუხლი მოიყარა ბალაამმა და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა.
32
უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის სცემ ვირს მესამეჯერ? მე გამოვედი დასაბრკოლებლად, რადგან არ არის სწორი ეს გზა ჩემს წინაშე.
33
დამინახა ვირმა და სამჯერ ამიქცია გზა. რომ არ გადაეხვია ჩემგან, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.“
34
და უთხრა ბალაამმა უფლის ანგელოზს: „შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იდექი ჩემს გზაზე. და ახლა, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან დავბრუნდები.“
35
უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: „წაჰყევი ამ კაცებს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი.“ და წავიდა ბალაამი ბალაკის თავკაცებთან ერთად.
36
და გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე.
37
და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ხომ გამოგიგზავნე მოციქულები მოსაწვევად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?“
38
და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „აჰა, მოვედი შენთან, მაგრამ განა შემიძლია ჩემით რაიმეს თქმა? რასაც ჩამიდებს ღმერთი ბაგეებში, იმას ვიტყვი.“
39
და გაჰყვა ბალაამი ბალაკს, და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.
40
და დაკლა ბალაკმა ზვარაკი და ცხვარი და გაუგზავნა ბალაამს და მის თავკაცებს.
41
და დილით წაიყვანა ბალაკმა ბალაამი და აიყვანა ბამოთ-ბაყალზე, და იხილა იქიდან ისრაელის ხალხის ნაწილი.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36