bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 33
Numbers 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 34 →
1
ეს არის ისრაელიანთა ბანაკები, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით.
2
მოსემ აღწერა მათი გამოსვლის ადგილები და მათი ბანაკები, უფლის ბრძანებით. და ეს არის მათი ბანაკები ამ გზაზე:
3
რამზესიდან დაიძრნენ ისინი პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს, პასექის მეორე დღეს გამოვიდნენ ისრაელიანები, გაბედულად მთელი ეგვიპტის წინაშე.
4
ხოლო ეგვიპტელნი მარხავდნენ თავიანთ პირმშოებს, რომელნიც უფალმა მოსრა, და მათ ღმერთებსაც მიაგო უფალმა სასჯელი.
5
და აიყარნენ ისრაელიანები რამზესიდან და დაბანაკდნენ სუქოთში.
6
აიყარნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, რომელიც უდაბნოს განაპირას მდებარეობს.
7
აიყარნენ ეთამიდან და დაბანაკდნენ ფი-ჰახიროთში, რომელიც ბაყალ-ცეფონის წინაა, და დაბანაკდნენ მიგდოლის წინ.
8
აიყარნენ ფი-ჰახიროთიდან და გაიარეს შუაგულ ზღვაზე და გადავიდნენ უდაბნოში, და იარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში, და დაბანაკდნენ მარაში.
9
აიყარნენ მარადან და მივიდნენ ელიმში. და ელიმში იყო 12 წყაროსთვალი და 70 ფინიკის ხე იდგა, და დაბანაკდნენ იქ.
10
აიყარნენ ელიმიდან და დაბანაკდნენ მეწამულ ზღვასთან.
11
აიყარნენ მეწამული ზღვიდან და დაბანაკდნენ სინის უდაბნოში.
12
აიყარნენ სინის უდაბნოდან და დაბანაკდნენ დოფკაში.
13
აიყარნენ დოფკადან და დაბანაკდნენ ალუშში.
14
აიყარნენ ალუშიდან და დაბანაკდნენ რეფიდიმში, და იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისათვის.
15
აიყარნენ რეფიდიმიდან და დაბანაკდნენ სინაის უდაბნოში.
16
აიყარნენ სინაის უდაბნოდან და დაბანაკდნენ კიბროთ-ჰათაავაში.
17
აიყარნენ კიბროთ-ჰათაავადან და დაბანაკდნენ ხაცეროთში.
18
აიყარნენ ხაცეროთიდან და დაბანაკდნენ რითმაში.
19
აიყარნენ რითმადან და დაბანაკდნენ რიმონ-ფერეცში.
20
აიყარნენ რიმონ-ფერეციდან და დაბანაკდნენ ლიბნაში.
21
აიყარნენ ლიბნადან და დაბანაკდნენ რისაში.
22
აიყარნენ რისადან და დაბანაკდნენ კეჰელათაში.
23
აიყარნენ კეჰელათადან და დაბანაკდნენ შეფერის მთაზე.
24
აიყარნენ შეფერის მთიდან და დაბანაკდნენ ხარადაში.
25
აიყარნენ ხარადადან და დაბანაკდნენ მაკჰელოთში.
26
აიყარნენ მაკჰელოთიდან და დაბანაკდნენ თახათში.
27
აიყარნენ თახათიდან და დაბანაკდნენ თერახში.
28
აიყარნენ თერახიდან და დაბანაკდნენ მითკაში.
29
აიყარნენ მითკადან და დაბანაკდნენ ხაშმონაში.
30
აიყარნენ ხაშმონადან და დაბანაკდნენ მოსეროთში.
31
აიყარნენ მოსეროთიდან და დაბანაკდნენ ბენე-იაყაკანში.
32
აიყარნენ ბენე-იაყაკანიდან და დაბანაკდნენ ხორ-ხაგიდგადში.
33
აიყარნენ ხორ-ხაგიდგადიდან და დაბანაკდნენ იოტბათაში.
34
აიყარნენ იოტბათადან და დაბანაკდნენ ყაბრონაში.
35
აიყარნენ ყაბრონადან და დაბანაკდნენ ყეციონ-გებერში.
36
აიყარნენ ყეციონ-გებერიდან და დაბანაკდნენ ცინის უდაბნოში, ანუ კადეშში.
37
აიყარნენ კადეშიდან და დაბანაკდნენ ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
38
ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე უფლის ბრძანებით, და მოკვდა იქ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელიანთა გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველ დღეს.
39
აარონი იყო 123 წლისა, როცა მოკვდა ჰორის მთაზე.
40
ესმა ქანაანს, ყარადის მეფეს, რომელიც ცხოვრობდა ნეგებში, ქანაანის ქვეყანაში, ისრაელიანთა მოსვლის შესახებ.
41
აიყარნენ ჰორის მთიდან და დაბანაკდნენ ცალმონაში,
42
აიყარნენ ცალმონადან და დაბანაკდნენ ფუნონში.
43
აიყარნენ ფუნონიდან და დაბანაკდნენ ობოთში.
44
აიყარნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, მოაბის საზღვარზე.
45
აიყარნენ ყიიმიდან და დაბანაკდნენ დიბონ-გადში.
46
აიყარნენ დიბონ-გადიდან და დაბანაკდნენ ყალმონ-დიბლათაიმში.
47
აიყარნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და დაბანაკდნენ ყაბარიმის მთებში, ნებოს წინ.
48
აიყარნენ ყაბარიმის მთებიდან და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ.
49
დაბანაკდნენ იორდანესთან, ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველებზე.
50
და უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
51
„დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როდესაც გადახვალთ იორდანეს გადაღმა ქანაანის ქვეყანაში,
52
განდევნეთ თქვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება, და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და ყველა მათი მაღლობი ააოხრეთ.
53
და დაეუფლეთ ქვეყანას, და იცხოვრეთ მასში, რადგან თქვენ მოგეცით ეს ქვეყანა, რათა დაიმკვიდროთ იგი.
54
დაიმკვიდრეთ ქვეყანა წილისყრით, თქვენი საგვარეულოების მიხედვით. მრავალრიცხოვანთ მეტი სამკვიდრო მიეცით და მცირერიცხოვანთ – ნაკლები. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ იყოს სამკვიდრო მისი; თქვენი მამების ტომთა მიხედვით დაიმკვიდრეთ.
55
და თუ არ განდევნით იმ ქვეყნის მცხოვრებთ თქვენგან, მაშინ ისინი, რომელთაც დატოვებთ, ეკლად გექცევიან თვალებში და ნარად – ფერდებში, და შეგავიწროვებენ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
56
და იმას გაგიკეთებთ თქვენ, რისი გაკეთებაც განზრახული მქონდა მათთვის.“
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36