bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 24
Numbers 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 25 →
1
და დაინახა ბალაამმა, რომ უფალს სურდა კურთხევა მიეცა ისრაელისათვის, და აღარ შეუდგა მისნობას, არამედ უდაბნოსაკენ იბრუნა პირი.
2
გაიხედა ბალაამმა და დაინახა ტომებად დაწყობილი ისრაელი, და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.
3
და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალახელილი კაცისა,
4
ნათქვამი ღვთის სიტყვის გამგონისა, ხილვათა მხილველისა ყოვლადძლიერისაგან; ეცემა, მაგრამ თვალახელილია:
5
რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ!
6
როგორც გაშლილი მინდორ-ველი, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალოე, როგორც კედარნი წყლის ნაკადებთან:
7
ცვარი მოსწვეთს მათი რტოებიდან, და მათი თესლი წყალუხვ ნაკადებთანაა. აგაგზე მეტად ამაღლდება მისი მეფე და უფრო აღზევდება მისი სამეფო!
8
ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა იგი, გარეული ხარის ძალაა მისთვის, იგი შთანთქავს ხალხებს, რომლებიც მას მტრობენ, და მათ ძვლებს შემუსრავს, და განგმირავს თავისი ისრებით.
9
ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით, და ლომის ბოკვერივით; ვინ წამოაგდებს მას? კურთხეულია შენი მაკურთხეველი, და წყეულია შენი მაწყევარი.“
10
რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, და ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაამს: „მე ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი მესამეჯერ ლოცავ მას.
11
ახლა კი გასწი, გაიქეცი აქედან შინისაკენ. მე ვიფიქრე, პატივს მოგაგებდი, მაგრამ აჰა, უფალი არ გაძლევს პატივს.“
12
და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „განა არ ვუთხარი შენს მოციქულებს, რომლებიც მომიგზავნე,
13
რომ თუნდაც ოქრო-ვერცხლით სავსე სახლი მომცეეს-მეთქი ბალაკმა, ვერ გადავალ ჩემი უფლის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ და ვერც ავს ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.
14
და ახლა მე მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი და იქ გაგიცხადებ, ბოლოს რასაც უზამს ეს ხალხი შენს ხალხს.“
15
და წარმოთქვა მან თავისი იგავი: „ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალახელილი კაცისა;
16
ნათქვამი ღვთის სიტყვათა მომსმენისა, უზენაესის ზრახვის შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისა, და რომელიც ეცემა, მაგრამ თვალახელილია:
17
მე ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, მას ვუყურებ მე, მაგრამ არა ახლოდან – ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან, და აღიმართება კვერთხი ისრაელისგან, და შემუსრავს მოაბის საზღვრებს, და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს.
18
მის საკუთრებად იქცევა ედომი, და მისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; და ისრაელი გამოაჩენს ძალას.
19
დაეპატრონება იაკობისგან გამოსული, და გაჟლეტს ქალაქში გადარჩენილთ.“
20
და შეხედა მან ყამალეკს და წარმოთქვა თავისი იგავი, და თქვა: „ყამალეკი პირველია ხალხებს შორის, მაგრამ განადგურებაა მისი ბოლო.“
21
და შეხედა კენიელთ და წარმოთქვა თავისი იგავი: „ძლიერია შენი სამყოფელი, და კლდეზე დაგიდვია ბუდე,
22
მაგრამ გაპარტახდება კაენი და მალე ტყვედ წაგიყვანს აშური.“
23
და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „ვაი, ვაი, ვინ დარჩება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
24
გამოვლენ გემები ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, და დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.“
25
და ადგა ბალაამი, და წავიდა და დაბრუნდა თავის ადგილას. და წავიდა ბალაკიც თავისი გზით.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36