bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 19
Numbers 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 20 →
1
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
2
„ეს არის წესი რჯულისა, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანთ, რომ მოგგვარონ შენ წითელი საღი დეკეული, რომელსაც არ ექნება ხინჯი, და უღელში არ ყოფილა შებმული.
3
მიჰგვარეთ ის ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკს გარეთ და დაკლან მის თვალწინ.
4
და აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი თითით და მოაპკუროს საკრებულო კარვის წინა მხარეს შვიდჯერ.
5
და დაწვან დეკეული მის თვალწინ: მისი ტყავი, ხორცი და სისხლი მის ნეხვთან ერთად დაწვან;
6
აიღოს მღვდელმა კედარის ხე და უსუპი, ასევე ჭიაფერი ნართი და დააყაროს ალმოდებულ დეკეულს.
7
გაირეცხოს მღვდელმა შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი, და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში, და შებილწული დარჩება მღვდელი საღამომდე.
8
და დეკეულის დამწველმა გაირეცხოს სამოსელი წყლით და ტანი დაიბანოს წყლით; ის შებილწული დარჩება საღამომდე.
9
შეაგროვოს ვინმე შეუბილწავმა კაცმა ფერფლი დეკეულისა და დაყაროს ბანაკს გარეთ, სუფთა ადგილას, და ის შეინახოს ისრაელიანთა თემმა გამასუფთავებელი წყლისთვის; ეს არის ცოდვის მსხვერპლი.
10
დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა გაირეცხოს სამოსელი, და შებილწული დარჩება საღამომდე. და იყოს ეს ისრაელიანთათვის და მათთან მცხოვერბ ხიზანთათვის სამუდამო წესად.
11
ვინც მკვდარი ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება შვიდი დღე.
12
მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გასუფთავდება იგი. და თუ ის არ გასუფთავდება მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება სუფთა.
13
ყოველი, ვინც მიეკარება მკვდარი ადამიანის გვამს და არ გასუფთავდება, უფლის სავანეს შებილწავს იგი. მოიკვეთოს ეს პირი ისრაელიდან, რადგან გამასუფთავებელი წყალი არ ეპკურა მას, და შებილწულია ის, და მისი სიბილწე კვლავაც მასზეა.
14
და ეს არის წესი: როდესაც ადამიანი კარავში მოკვდება, ყველა, ვინც შევა კარავში, და ყველა, ვინც კარავშია, შებილწული იქნება შვიდ დღეს.
15
ასევე ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც თავდასარქვლული და პირმოკრული არაა, შებილწულია.
16
და ყველა, ვინც შეეხება მინდორში მახვილით განგმირულს, ან მკვდარს, ან ადამიანის ძვალს, ან საფლავს, შებილწული იქნება შვიდ დღს.
17
შებილწულისათვის აიღონ ცოდვის გამოსყიდვისათვის დამწვარი იმ დეკეულის ფერფლი და დაასხან მას წყაროს წყალი ჭურჭლით.
18
და აიღოს ვინმე სუფთა ადამიანმა უსუპი, და ამოავლოს ამ წყალში, და აპკუროს კარავს, და ყოველ მის ჭურჭელს და ყველა ადამიანს, რომელიც იქ იქნება, და ყველას, ვინც შეხებია ადამიანის ძვალს, ან გვამს, ან საფლავს.
19
აპკუროს სუფთამ შებილწულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ასე გაასუფთავებს მას მეშვიდე დღეს. და გაირეცხავს სამოსელს, და წყლით დაიბანს ტანს, და უკვე სუფთა იქნება საღამოთი.
20
და თუ ვინმე შეიბილწა და არ გასუფთავდა, უნდა მოიკვეთოს კრებულიდან, რადგან შებილწა უფლის საწმიდარი; გამასუფთავებელი წყალი არ პკურებია მას და შებილწულია იგი.
21
იყოს ეს მათთვის სამუდამო წესად. და წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს თავისი სამოსელი; და ვინც გამასუფთავებელ წყალს შეეხება, შებილწული დარჩება საღამომდე.
22
და ყველაფერი, რასაც შებილწული გაეკარება, შებილწული იქნება. და ვინც მას მიეკარება, შებილწული დარჩება საღამომდე.“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36