bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 25
Numbers 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
1
ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში, და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელთა ასულებთან,
2
რომლებიც იწვევდნენ ხალხს თავიანთი ღმერთების ნაკერპავებზე, და ჭამდა ხალხი და თაყვანს სცემდა მათ კერპებს.
3
და მიეკრა ისრაელი ბაყალ-ფეღორს, და აღეგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე,
4
და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე ყოველი თავკაცი ხალხისა და ჩამოკიდე ისინი მზეზე უფლის წინაშე“ და გადავა მძვინვარება უფლის რისხვისა ისრაელისაგან.
5
და უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: „მოკლას თითოეულმა თავის კაცთაგან, ვინც კი ბაყალ-ფეღორს მიეკრა.“
6
და ერთხელ ერთი ისრაელიანი მოვიდა და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსეს თვალწინ და ისრაელიანთა მთელი თემის წინაშე, როდესაც ისინი იდგნენ და ტიროდნენ საკრებულო კარვის კართან.
7
და როცა იხილა ფინეხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, ადგა შუა თემიდან და შუბი აიღო ხელში.
8
მიჰყვა ისრაელიანს მის საწოლამდე და შუბით გაფატრა ორივე მუცელზე, ისრაელიანი და ის ქალი. და შეწყდა ისრაელიანთა მუსვრა.
9
მუსვრის დროს გაწყდა 24 ათასი კაცი.
10
უთხრა უფალმა მოსეს:
11
„ფინეხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის, ძემ, დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელიანებზე, რადგან შური იძია ჩემს გამო მათზე. და არ მოვსპე მე ისრაელიანები ჩემი შურით.
12
ამიტომ უთხარი მას: აჰა, მე ვაძლევ მას მშვიდობის აღთქმას.
13
ეს იქნება მისთვის და მისი მოდგმისათვის მღვდლობის საუკუნო აღთქმა იმის სანაცვლოდ, რომ შური იძია თავისი ღმერთისათვის და გამოისყიდა ისრაელიანები.“
14
ხოლო სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოკლულ იქნა მიდიანელ ქალთან, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმეონიანთა შტოს თავკაცი.
15
და სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, რომელიც იყო თავკაცი უბოთისა, მიდიანის ტომისა.
16
უთხრა უფალმა მოსეს:
17
„დაემტერეთ მიდიანელებს და მუსრი გაავლეთ,
18
ვინაიდან მზაკვრობით გიმტრეს, როცა გაცდუნეს ფეღორით, და ქოზბით, მიდიანელი თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოკლულ იქნა მუსვრის დღეს ფეღორის გამო.“
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36