bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 5
Numbers 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 6 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
„უბრძანე ისრაელიანთ, რომ გაიყვანონ ბანაკიდან ყოველი კეთროვანი და ყოველი ჩირქოვანი გამონადენის მქონე, და ყოველი მკვდართან შეხებით გაუწმინდურებული.
3
კაციდან ქალამდე გაიყვანეთ; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ისინი, რათა არ შებილწონ თავიანთი ბანაკები, სადაც მე ვმკვიდრობ.“
4
და ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. გაიყვანეს ისინი ბანაკს გარეთ. როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.
5
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
6
„უთხარი ისრაელიანთ: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს დანაშაულს ადამიანის წინაშე, შემცოდეა ის უფლის წინაშეც, და დადანაშაულდება ის სული,
7
და აღიაროს ჩადენილი ცოდვა და ზღოს თითოეულმა სრულად, რაც წაუხდინა და დაუმატოს მეხუთედი და მისცეს მას, ვისაც დაუშავა.
8
თუ იმ კაცს არა ჰყავს ნათესავი, ვისაც უნაზღაურდება წანახედი, მაშინ წანახედის საზღაური ეკუთვნის უფალს, მღვდლისა იყოს იგი, შენდობის ვერძთან ერთად, რითაც იგი შეუნდობს მას.
9
ყოველი აღსამართავი მსხვერპლი ისრაელიანთა ყოველი შესაწირავისა, რასაც ისინი მღვდელს წარუდგენენ, მას ეკუთვნის.
10
ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის. თუ ვინმე რამეს მისცემს მღვდელს, მღვდლისაა.“
11
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
12
„განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდება და უღალატებს ქმარს,
13
დაწვება ვინმე მასთან თესლის მიღვრით, და დაფარული იქნება ეს მისი ქმრისგან, და ფარულად შეიბილწება ის, და მოწმე მის წინააღმდეგ არ იქნება, რადგან ზედ არავის წაუსწრია,
14
და ქმარს ეწვევა სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, ხოლო ცოლი შებილწულია; ან თუ ქმარს ეწვევა სული ეჭვიანობისა და იგი იეჭვიანებს ცოლზე, რომელიც არ არის შებილწული,
15
მიიყვანოს ქმარმა ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირავი ცოლისათვის ეფის მეათედი ქერის ფქვილისა, ოღონდ არ დაასხას მას ზეთი და არ დააყაროს საკმეველი, რადგან ეს შესაწირავი ეჭვიანობისაა, ხსოვნის შესაწირავია, რომელიც გაახსენებს ცოდვას.
16
და მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს მას უფლის წინაშე.
17
აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით, და მიწას, რომელიც კარვის იატაკზეა და ჩაყრის მას წყალში.
18
დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, და თავსაბურველს მოხდის და დაუდებს მას ხელისგულზე ხსოვნის შესაწირავს, ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი – დამაწყევარი.
19
და დააფიცოს იგი მღვდელმა და უთხრას ქალს: ‘თუ კაცი არ დაწოლილა შენთან, და თუ გზას არ აცდენილხარ შებილწვით შენი ქმრის უფლების ქვეშ მყოფი, უვნებელი იყავი ამ მწარე დამაწყევარი წყლისგან, –
20
ხოლო თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა.’
21
და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მას: ‘მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საშო და გაგისიოს მუცელი.
22
შევა ეს დამაწყევარი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საშო!’ და იტყვის ქალი: ‘ამინ, ამინ!’
23
და ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში, და გადარეცხოს ის მწარე წყლით.
24
ასვას ქალს მწარე დამაწყევარი წყალი და შევა მასში დამლახვრელი წყალი გამამწარებლად.
25
გამოართვას მღვდელმა ქალს ხელიდან ეჭვიანობის შესაწირავი და შეარხიოს ეს შესაწირავი უფლის წინაშე, და მიიტანოს იგი სამსხვერპლოსთან,
26
და აიღოს მღვდელმა ერთი პეშვი ამ შესაწირავისა, მისი სამახსოვროს ნაწილი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე, და შემდეგ ასვას ქალს ის წყალი.
27
როდესაც შეასმევს მას ამ წყალს, თუ იგი შებილწულია და უღალატა ქმარს, ეს დამაწყევარი წყალი შევა მასში გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება საშო, და წყეული იქნება ეს ქალი თავის ხალხში.
28
და თუ არაა შებილწული ეს ქალი და სუფთაა, უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29
ესაა წესი ეჭვიანობისა, როცა ქმრის უფლების ქვეშ მყოფი ქალი გზას ასცდება და შეიბილწება,
30
ან როცა მამაკაცს დაეუფლება სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, მან უნდა მიიყვანოს ეს ქალი უფლის წინაშე, და გაუკეთოს მას მღვდელმა ყოველივე ამ წესისამებრ.
31
და ქმარი თავისუფალი იქნება ცოდვისაგან, ხოლო იმ ქალის კისერზე იქნება მისი ცოდვა.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36