bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 18
Numbers 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 19 →
1
უთხრა უფალმა აარონს: „შენ და შენმა ძეებმა და შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იტვირთოთ შეცოდება საწმიდარში. და შენს ძეებთან ერთად უნდა იტვირთო დანაშაული თქვენს სამღვდელო მსახურებისას.
2
შენი ძმები, ლევის ტომისა, გუნდი მამაშენისა შენ წაიყვანე, რათა შენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ, შენ და შენი ძენი კი საკრებულო კარვის წინ უნდა იყვნეთ.
3
და ისინი უნდა გემსახურონ შენ და აღასრულონ კარვის მთელი სამსახური, ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდრის ჭურჭელსა და საკურთხეველს, რათა არ დაიხოცნეთ თქვენცა და ისინიც.
4
თან გახლდნენ შენ, და აღასრულონ საკრებულო კარვის სამსახური, კარვის ყოველი სამუშაო. და უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ თქვენ.
5
აღასრულეთ საწმიდრისა და სამსხვერპლოს სამსახური, რათა მეტად აღარ მოვიდეს რისხვა ისრაელიანებზე.
6
აჰა, მე გამოვირჩიე შენი ძმები, ლევიანები, ისრაელიანთაგან, და მოგეცით თქვენ, ძღვნად უფლისა, რათა აღასრულონ საკრებულო კარვის სამსახური.
7
ხოლო შენ და შენმა ძეებმა აღასრულეთ თქვენი მღვდლობა სამსხვერპლოს ყველა წესით და ფარდის მიღმა, და იმსახურეთ; მღვდლობა თქვენთვის მომინიჭებია. თუ უცხოელი მიუახლოვდება მსახურებას, უნდა მოკვდეს.“
8
უთხრა უფალმა აარონს: „აჰა, მე დაგავალე შენ მეთვალყურეობა ყოველ შემოწირულობაზე, ისრაელიანთა ყოველ წმიდა მსხვერპლზე, და მოგეცით სამღვდელო წილად შენ და შენს ძეებს საუკუნო წესით.
9
აი, რა გეკუთვნის დიდი სიწმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი პურეულის ძღვენი და ყოველი მათი ცოდვის მსხვერპლი, და ყოველი მათი დანაშაულის მსხვერპლი, რასაც მე ისინი მომიძღვნიან; ესაა დიდი სიწმიდე შენთვის და შენს ძეთათვის.
10
უწმიდეს ადგილზე ჭამეთ იგი; ყოველ მამრს შუძლია ჭამოს იგი. სიწმიდე იყოს ის შენთვის.
11
ასევე გეკუთვნის შენ: წმიდა ძღვენი მათი შემოწირულობიდან, ისრაელიანთა ყოველი შესარხეველი მსხვერპლიდან შენ გაძლევ, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად სამარადისო წესად. შენს სახლში ყოველ სუფთას შეუძლია ჭამოს იგი.
12
ყოველ შესაწირავს საუკეთესო ზეთისაგან, ყოველი საუკეთესო ღვინისაგან და საუკეთესო მარცვლეულისაგან, პირველმოწეულ ნაყოფთაგან, უფალს რომ უძღვნიან, შენ გაძლევ.
13
და ყოველი პირველმოწეული ნაყოფი მათი მიწისა, როდესაც მიუტანენ უფალს, შენი იქნება. შენ სახლში ყოველ გასუფთავებულს შეუძლია ჭამოს იგი.
14
ისრაელის მიწაზე ყფელაფერი დარისხებული შენ გეკუთვნის.
15
ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც მიუძღვნიან უფალს, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. მაგრამ ადამიანთაგან პირმშო გამოსყიდულ უნდა იქნეს, და უწმიდური პირუტყვის პირველმოგებულიც გამოსყიდულ უნდა იქნეს.
16
მისი გამოსასყიდია: ერთი თვის ასაკიდან გამოსასყიდი ფასი იქნება შენი შეფასების მიხედვით, ხუთ ვერცხლ შეკელად, საწმიდრის შეკელით – 20 გერაა.
17
მაგრამ ძროხის, ცხვრის, ან თხის პირველმოგებულზე არ აიღო გამოსასყიდი: ისინი წმიდა ცხოველებია. მათი სისხლი მოაპკურე სამსხვერპლოზე და მათი ქონი დააკმიე საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
18
და მათი ხორცი შენი იყოს ისევე, როგორც შესარხეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი არის შენი.
19
ყოველი წმიდა შესაწირავი, რასაც სწირავენ ისრაელიანები უფალს, შენთვის მომიცია, შენი ძეებისა და ასულებისათვის შენთან ერთად, საუკუნო წესად. ეს არის საუკუნო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისათვის.“
20
და უთხრა უფალმა აარონს: „მათ ქვეყანაში ვერ დაიმკვიდრებ სამკვიდრებელს და წილი არ გექნება მათ შორის; მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრებელი ისრაელიანთა შორის.
21
და ლევიანებს მე მივეცი ყოველი მეათედი ისრაელში სამკვიდრებლად, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც ისინი ასრულებენ საკრებულო კარავში.
22
და ამიერიდან აღარ მიუახლოვდნენ ისრაელიანები საკრებულო კარავს, რომ არ დაიდონ ცოდვა და არ დაიხოცნენ.
23
და ემსახურონ ლევიანები საკრებულო კარავს და იტვირთონ თავიანთი ცოდვები. ეს საუკუნო წესია თქვენთვის თაობიდან თაობამდე; და ისრაელიანთა შორის არ მიიღონ მათ სამკვიდრებელი,
24
რადგან ისრაელიანთა მეათედი, რომელსაც შესაწირავად სწირავენ უფალს, მე ლევიანებს ვაძლევ სამკვიდროდ. ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის არ მიიღებთ-მეთქი სამკვიდრებელს.“
25
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
26
„განუცხადე ლევიანებს და უთხარი მათ: ‘როდესაც აიღებთ ისრაელიანთაგან მეათედს, რომელიც მე მოგეცით მათგან სამკვიდროდ, შესწირეთ მისგან უფალს შესაწირავი – მეათედი მეათედიდიდან.
27
და ჩაგეთვლებათ თქვენი შესაწირავი, როგორც მარცვლეული კალოდან და როგორც ღვინო საწნახლიდან.
28
ეგრე შესწირეთ თქვენც შესაწირავი უფალს ყოველი თქვენი მეათედიდან, რასაც აიღებთ ისრაელიანთაგან, და მისცემთ მისგან უფლის შესაწირავს აარონ მღვდელს;
29
ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, შესწირეთ უფალს, საუკეთესო ნაწილი უნდა შეიწიროს მისგან.’
30
და უთხარი მათ: ‘როცა შესწირავ საუკეთესოს მისგან, ეს ჩაეთვლება ლევიანთ, კალოს შემოსავლად და საწნახლის შემოსავლად.
31
ჭამეთ ის ყოველ ადგილზე თქვენ და თქვენმა შვილებმა; რადგან ეს საზღაურია თქვენი სამსახურისათვის საკრებულო კარავში.
32
და არ დაგედებათ ამისათვის ცოდვა, როცა შესწირავთ საუკეთესოს მისგან ღალად; და ისრაელიანთა შემოწირულობანი არ შებილწოთ და არ დაიხოცებით.’“
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36