bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 36
Numbers 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
1
მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მანაშეანთა გვარის თავკაცნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელიანთა მამამთავრების წინაშე,
2
და თქვეს: „ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მისცეს ქვეყანა სამკვიდროდ წილისყრით ისრაელიანებს, და ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მიეცა ცელოფხადის, ჩვენი ძმის, სამკვიდრებელი მისი ასულებისათვის;
3
მაგრამ თუ ისინი მისთხოვდებიან ისრაელიანთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს, მაშინ მათი სამკვიდრებელი მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომის სამკვიდრებელს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდროს მოაკლდება.
4
და როცა იქნება ისრაელიანთა საიუბილეო წელი, მაშინ საბოლოოდ დარჩება მათი სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, და ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მოაკლდება მათი სამკვიდრებელი.“
5
და ამცნო მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანება: „მართალს ამბობს იოსებიანთა ტომი.
6
ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელოფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ,
7
რათა არ გადავიდეს ისრაელიანთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე; რადგან ისრაელიანთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდროზე უნდა იყოს მიკრული.
8
ყოველი სამკვიდრებლის მემკვიდრე ასული, ისრაელიანთა ტომთაგან, თავისი მამის ტომის საგვარეულოში უნდა გათხოვდეს, რათა ისრაელიანთაგან დაიმკვიდროს თავისი მამის სამკვიდრო.
9
არ გადავიდეს სამკვიდრებელი ტომიდან სხვა ტომზე, რადგან ისრაელიანთა თითოეული ტომი თავის სამკვიდროზე უნდა იყოს მიკრული.“
10
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ცელოფხადის ასულებმა.
11
და მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა, ცელოფხადის ასულები, მისთხოვდნენ თავიანთ ბიძაშვილებს.
12
იოსებიან-მანაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
13
და ეს არის ბრძანებანი და წესები, რომელნიც ამცნო უფალმა ისრაელიანთ მოსეს მეშვეობით მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36