bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 34
Numbers 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 35 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
„უბრძანე ისრაელიანთ და უთხარი მათ: მალე შეხვალთ თქვენ ქანაანის ქვეყანაში. და აჰა, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდროდ, ქვეყანა ქანაანისა თავისი საზღვრებით.
3
თქვენი იქნება სამხრეთის მხარე ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად, გექნებათ სამხრეთ საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით,
4
და გადაუხვევს საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისაკენ და გაივლის ცინისაკენ, და იქნება მისი გარე საზღვარი სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყის მიმართულებით, და იგი გავა ხაცარ-ადარისაკენ და ჩაუვლის ყაცმონს.
5
გადაუხვევს საზღვარი ყაცმონიდან ეგვიპტის ნაღვარევისაკენ და გავა ზღვის მიმართულებით.
6
ხოლო დასავლეთის საზღვრად გექნებათ დიდი ზღვის სანაპირო. ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი.
7
და ეს იქნება თქვენთვის ჩრდილოეთის საზღვარი: დიდი ზღვიდან გაატარეთ იგი ჰორის მთის მიმართულებით.
8
ჰორის მთიდან გაატარეთ იგი ხამათისაკენ, და იყოს საზღვრის ბოლო ცედადთან.
9
და გავა საზღვარი ზიფრონისაკენ, და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად.
10
და გაატარეთ საზღვარი აღმოსავლეთის საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამისკენ,
11
და დაეშვება საზღვარი შეფამიდან რიბლასაკენ, ყაინის აღმოსავლეთით, და დაეშვება საზღვარი და შეეხება ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან.
12
და დაეშვება საზღვარი იორდანესაკენ და იქნება მისი ბოლო მარილოვან ზღვასთან. ეს იქნება თქვენი ქვეყანა მისი საზღვრებით ყოველი მხრიდან.“
13
და უბრძანა მოსემ ისრაელიანთ ასე: „აჰა, ქვეყანა, რომელსაც დაიმკვიდრებთ წილისყრით, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისათვის და მანაშეანთა ნახევარტომისათვის.
14
რადგან რეუბენიანთა ტომმა თავისი გვარეულობების მიხედვით, და გადიანთა ტომმა თავისი გვარეულობების მიხედვით, და მანაშეს ნახევარტომმა მიიღეს თავიანთი წილი.
15
ამ ორმა ტომმა და ნახევარტომმა მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხოს პირდაპირ, აღმოსავლეთით.“
16
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
17
„ეს არის იმ კაცთა სახელები, რომელნიც გაანაწილებენ ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო, ძე ნავესი.
18
თითო ტომიდან თითო თავკაცი მოიყვანეთ ქვეყნის გასანაწილებლად.
19
და ეს არის სახელები ამ კაცებისა: იუდას ტომიდან ქალები, იეფუნეს ძე;
20
სიმეონიანთა ტომიდან შემუელი, ძე ყამიჰუდისა;
21
ბენიამინის ტომიდან ელიდადი, ძე ქისლონისა;
22
დანიანთა ტომიდან თავკაცი ბუკი, ძე იოგლისა;
23
იოსებიანთაგან: მანაშეანთა ტომიდან თავკაცი ხანიელი, ძე ეფოდისა;
24
ეფრემიანთა ტომიდან თავკაცი კემუელი, ძე შიფტანისა;
25
ზებულუნიანთა ტომიდან თავკაცი ელიცაფანი, ძე ფარნაქისა;
26
ისაქარიანთა ტომიდან თავკაცი ფალტიელი, ძე ყაზანისა;
27
აშერიანთა ტომიდან თავკაცი ახიჰუდი, ძე შელომისა;
28
ნაფთალიანთა ტომიდან თავკაცი ფედაჰელი, ძე ყამიჰუდისა.“
29
ესენი არიან ისინი, რომლებსაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელიანთათვის.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36