bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 6
Numbers 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 7 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ კაცი ან ქალი დადებს მოწმიდარობის აღთქმას, მან თავი წმიდად უნდა მიუძღვნას უფალს;
3
ღვინისა და თაფლუჭისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და თაფლუჭის ძმარი არ იხმაროს, არც ყურძნის წვენი დალიოს, და არ ჭამოს არც ახალი ყურძენი და არც ჩამიჩი.
4
მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, წიპწიდან ჩენჩომდე.
5
თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა. წმიდაა იგი და თმა მოიზარდოს თავზე.
6
უფლის მოწმიდარობის დღეებში მკვდარს არ მიეკაროს.
7
თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს მათი სიკვდილის შემთხვევაში, რადგან მის კისერზეა ღმერთის მოწმიდარობა.
8
მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის.
9
თუ ვინმე მოკვდა მასთან უეცრად, და შეიბილწა მან თავისი მოწმიდარობის თმა, უნდა შეიკრიჭოს თავი და როცა ხელახლა განიწმიდება, უნდა შეიკრიჭოს თმა. თმა უნდა შეიკრიჭოს გაუწმიდურებიდან მეშვიდე დღეს,
10
მერვე დღეს მიუყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან.
11
და მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად, და შეუნდობს მას, რაც შესცოდა მკვდართან მიკარებით, და განწმედს მას იმავე დღეს.
12
და დაიწყოს მან უფლის მოწმიდარობა ხელახალი ვადით და მიიყვანოს წელგამოვლილი კრავი დანაშაულის მსხვერპლად. და წინა მოწმიდარობის დღეები გაუქმდება, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა.
13
ესაა წესი მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეთა შესრულებისას იგი უნდა მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან,
14
და მსხვერპლს შესწირავს იგი უფალს: წელგამოვლილ უმანკო მამალ კრავს სრულადდასაწველად, და ერთწლიან უმანკო დედალ კრავს ცოდვის მსხვერპლად, და ერთ უხინჯო ვერძს სამადლობელო მსხვერპლად,
15
ერთ კალათა ხორბლის გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უფუარ კვერებს, მათ პურეულ ძღვენსა და მათ საღვრელ ძღვენთან ერთად.
16
ამას მღვდელი მიიტანს უფლის წინაშე, და შესწირავს მისი ცოდვისათვის და სრულადდასაწველად.
17
შესწირავს ვერძს სამადლობელო მსხვერპლად უფლისათვის ერთ კალათა ხმიადებთან ერთად. ასევე მოამზადებს მღვდელი მის პურეულ ძღვენს და საღვრელ ძღვენს.
18
და გადაიკრეჭს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თმებს, შემდეგ აიღებს თავის მოწმიდარობის თმებს, და ჩაყრის ცეცხლში, რომელიც სამადლობელო მსხვერპლსა აქვს შენთებული.
19
აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს და ერთ უფუარ კვერს კალათიდან და ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ რაც გაიკრეჭს ის თავის მოწმიდარობის თმას.
20
და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე: სიწმიდეა იგი მღვდლისათვის, შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭთან ართად. და შემდეგ შეიძლება დალიოს მოწმიდარმა ღვინო.
21
ესაა წესი მოწმიდარისათვის, რომელმაც აღთქმა მისცა უფალს, და მისი მსხვერპლი უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, გარდა იმისა, რაზეც ხელი მიუწვდება. თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა უფალს, ისე გააკეთოს, თავისი მოწმიდარობის წესისამებრ.
22
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23
უთხარი აარონსა და მის ძეებს: ასე უნდა აკურთხოთ თქვენ ისრაელიანები და უთხრათ მათ:
24
გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ!
25
მოგფინოს უფალმა ნათელი თავისი სახისა და შეგიწყალოს შენ!
26
მოაქციოს უფალმა თავისი სახე შენსკენ და მოგცეს მშვიდობა!
27
ასე აღბეჭდავენ ისინი ჩემს სახელს ისრაელიანებზე – და მე ვაკურთხებ მათ.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36