bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 13
Numbers 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 14 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
„გაგზავნე კაცები და დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელიანებს. თითო კაცი გაგზავნე თითო ტომიდან, ტომთა თავკაცნი იყვნენ ისინი.“
3
და გაგზავნა ისინი მოსემ ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ყველა ისენი იყვნენ ისრაელიანთა თავკაცები.
4
და აჰა, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან შამუაყი, ძე ზაქურისა.
5
სიმეონის ტომიდან შაფატი, ძე ხორისა.
6
იუდას ტომიდან ქალები, ძე იეფუნესი.
7
ისაქარის ტომიდან იგალი, ძე იოსებისა.
8
ეფრემის ტომიდან ჰოშეაყი, ნავეს ძე.
9
ბენიამინის ტომიდან ფალტი, ძე რაფუსი.
10
ზებულუნის ტომიდან გადიელი, ძე სოდისა.
11
იოსების ტომიდან, გადი, ძე სუსისა – მანაშეს მხრიდან.
12
დანის ტომიდან ყამიელი, ძე გემალისა,
13
აშერის ტომიდან სეთური, ძე მიქაელისა.
14
ნაფთალის ტომიდან ნახბი, ძე ვოფსისა.
15
გადის ტომიდან გეუელი, ძე მაქისა.
16
აჰა, სახელები კაცებისა, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად. და უწოდა მოსემ ჰოშეაყ ნავეს ძეს, იესო.
17
როცა გააგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად, უთხრა მათ: „წადით ნეგებისაკენ და ადით მთაზე,
18
და იხილეთ ქვეყანა, როგორია იგი, და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი?
19
და როგორია ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგია თუ ცუდი? და როგორია ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობენ, ბანაკებში მკვიდრობენ თუ ციხე-სიმაგრეებში?
20
და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ მწირი? იზრდება იქ ხეები, თუ არა? იმარჯვეთ და წამოიღეთ იქაური ხილი“ (ეს ის დრო იყო, როცა ყურძენი მწიფს).
21
და ავიდნენ ისინი და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე – ხამათის მისასვლელამდე.
22
წავიდნენ ნეგებისაკენ და მივიდნენ ხებრონამდე; და მკვიდრობდნენ იქ ახიმანი, შეშაი და თალმაი, ყანაკის ნაშიერნი (ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე შვიდი წლით ადრე აშენდა).
23
მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, და მოჭრეს იქ ვაზის რტო და ყურძნის ერთი მტევანი, და წამოიღო იგი ორმა კაცმა ხარიხაზე დაკიდული, ასევე წამოიღეს ბროწეული და ლეღვი.
24
იმ ადგილს უწოდეს ნახალ-ეშქოლი, იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა.
25
და 40 დღის შემდეგ, რაც მათ ქვეყანა დაზვერეს, უკან დაბრუნდნენ.
26
და მოვიდნენ მოსესთან და აარონთან, და ისრაელიანთა მთელ თემთან ფარანის უდაბნოში – კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელ თემს, და აჩვენეს მათ იმ ქვეყნის ხილი.
27
და უამბეს: „მივედით იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიგვავლინეთ, და ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი, და აჰა, იქაური ხილი.
28
ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებული აქვთ და ძალზე დიდი, ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
29
ყამალეკი მკვიდრობს ნეგების ქვეყანაში, ხეთელნი, იებუსელნი და ამორეველნი მკვიდრობენ მთებში, ხოლო ქანაანელნი მკვიდრობენ ზღვისპირეთში და იორდანეს სანაპიროებზე.“
30
ქალებმა კი დაამშვიდა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: „ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.“
31
ხოლო კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დასაზვერად, თქვეს: „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენზე ძლიერია.“
32
ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს, და თქვეს: „ქვეყანა, რომელიც მოვიარეთ დასაზვერად, თავის მკვიდრთა მჭამელი ქვეყანაა. და მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზია.
33
იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. ბუზები გვეგონა ჩვენი თავი და ასევე ვჩანდით მათ თვალშიც.“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36