bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 30
Numbers 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 31 →
1
და უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მას.
2
და უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: „ასე ბრძანა უფალმა:
3
თუ კაცი აღუთქვამს აღთქმას უფალს, ან დაიფიცებს ფიცით, ან რაიმეს აღიკვეთს, მან არ უნდა გატეხოს თავისი სიტყვა. ყველაფერი, რაც მისი პირიდან გამოვა, უნდა შეასრულოს.
4
ქალი თუ აღუთქვამს აღთქმას უფალს და რაიმეს აღიკვეთს თავისი მამის სახლში, ყმაწვილქალობისას,
5
და მამამისი გაიგებს მის აღთქმას და მის აღკვეთას, რაც აღიკვეთა, და არაფერს ეტყვის მამა, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღუკვეთა თავის თავს.
6
მაგრამ თუ დაუშლის მამა მას იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღიკვეთა, ნუ ასრულდება და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა მას.
7
თუ იგი გათხოვდება, და მასზე მისი აღთქმები დარჩება, ანდა მის ბაგეს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღიკვეთა,
8
და როცა გაიგებს მისი ქმარი, და არაფერს იტყვის, მაშინ უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და მისი აღკვეთები, რაც აღიკვეთა.
9
მაგრამ თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის მას, მაშინ მან უნდა გააუქმოს თავისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და მის ბაგეებს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღიკვეთა, და უფალი აპატიებს მას.
10
ქვრივისა და ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველივე, რაც აღიკვეთა, უნდა შესრულდეს.
11
და თუ ცოლი ქმრის სახლში დადებს აღთქმას, ან რასმე აღიკვეთს,
12
და გაიგებს მისი ქმარი და არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ უნდა შესრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღიკვეთა.
13
მაგრამ თუ გააუქმებს მათ მისი ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ მის ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი აღთქმა თუ აღკვეთა, ნუ შესრულდება. მისმა ქმარმა გააუქმა ისინი და უფალი აპატიებს ცოლს.
14
ყოველ აღთქმას და ყოველ ფიცით აღკვეთას თავის დასათრგუნად მისი ქმარი ამტკიცებს და მისი ქმარი აუქმებს.
15
მაგრამ თუ ქმარი არაფერს ამბობდა დღითი დღე, ამით დაამტკიცებს ყოველ მის აღთქმას, ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა. მან დაამტკიცა ისინი, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო.
16
ხოლო თუ ქმარი გააუქმებს მათ მას შემდეგ, რაც გაიგო, მაშინ მასზე იქნება ცოლის ცოდვა.
17
ეს ის წესებია, რომლებიც უფალმა ბრძანებით დაუდო მოსეს, ცოლ-ქმრის შესახებ, მამისა და მისი ასულის შესახებ, მისი ყმაწვილქალობისას, მამამისის სახლში.“
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36