bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 23
Numbers 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 24 →
1
და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი საკურთხეველი და მომიმზადე შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.“
2
გააკეთა ბალაკმა, როგორც ბალაამმა უთხრა, და შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ საკურთხეველზე.
3
და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „დადექ შენს სრულადდასაწველთან, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი, და რასაც ის მაუწყებს, განგიცხადებ.“ და წავიდა იგი მოშიშვლებულ მაღლობზე.
4
და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს, და ბალაამმა უთხრა მას: „მოვაწყვე შვიდი საკურთხეველი და აღვავლინე თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ საკურთხეველზე.“
5
ჩაუდო უფალმა სიტყვები ბალაამს ბაგეებში და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.“
6
და დაბრუნდა მასთან, და აჰა, ის დგას თავის სრულადდასაწველთან მოაბის ყველა თავკაცთან ერთად.
7
და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „შუამდინარეთიდან მომიყვანა მე ბალაკმა, მოაბის მეფემ აღმოსავლეთის მთებიდან: წამოდი და დამიწყევლეო იაკობი, წამოდი და შეაჩვენეო ისრაელი.
8
როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის მას. როგორ შევაჩვენო, რომ უფალს არ შეუჩვენებია.
9
კლდეთა თხემებიდან ვხედავ მას და ბორცვებიდან დავცქერი მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება.
10
ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ვინ დაითვლის ისრაელის მეოთხედს? მოკვდეს სული ჩემი მართალთა სიკვდილით, და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი.“
11
და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ეს რა მიყავი? ჩემი მტრის დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი აკურთხე იგი?“
12
და უპასუხა მან: „განა რასაც უფალი ჩამიდებს ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?“
13
და უთხრა მას ბალაკმა: „წამოდი ჩემთან სხვა ადგილას, საიდანაც მათ დაინახავ. მაგრამ შენ დაინახავ მხოლოდ ნაწილს, მთელს კი ვერ დაინახავ. და დამიწყევლე ისინი იქიდან.“
14
და წაიყვანა იგი ცოფიმის ველზე, ფისგას თხემზე, და ააგო შვიდი საკურთხეველი, და აღავლინა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ საკურთხეველზე.
15
და უთხრა მან ბალაკს: „დადექი აქ შენს სრულადდასაწველთან, მე კი იქ წავალ უფალთან შესახვედრად.“
16
შეხვდა უფალი ბალაამს, და ჩაუდო სიტყვები ბაგეებში და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.“
17
და ის მივიდა მასთან, და ნახა, რომ იდგა იგი თავის სრულადდასაწველთან, და მოაბის თავკაცებიც მასთან იყვნენ. და უთხრა მას ბალაკმა: „რა ილაპარაკა უფალმა?“
18
და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „ადექი, ბალაკ, და ისმინე და ყური მიგდე, ციფორის ძევ.
19
ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის შვილია, რომ გადათქვას. იტყვის და არ გააკეთებს? ილაპარაკებს და არ აღასრულებს?
20
აჰა, კურთხევა მებრძანა; მან აკურთხა, და მე ვერ შევცვლი.
21
არ შეუმჩნევია მას სიცრუე იაკობში და არ დაუნახავს უკეთურება ისრაელში. უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა, და სამეფო ბუკის ჭექაა მასში.
22
ღმერთმა გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან. ძალი გარეული ხარისა აქვს მას.
23
რადგან არ არსებობს მისნობა იაკობის წინააღმდეგ და არ ჭრის ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. თავის დროზე იტყვიან იაკობსა და ისრაელზე: ნახეთ, რა მოიმოქმედაო ღმერთმა!
24
აჰა, ხალხი ლომის ბოკვერივით გაიღვიძებს და ლომივით იბრდღვენს; და მანამ არ დაიძინებს, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და დახოცილთა სისხლს არ შესვამს.“
25
და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ნურც დაწყევლი და ნურც აკურთხებ მას!“
26
და მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: „განა არ გითხარი, რომ რასაც უფალი მეტყვის, იმას გავაკეთებ-მეთქი?“
27
და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „წამოდი, სხვაგან წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა და დამიწყევლო იქიდან.“
28
და წაიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეღორის თხემზე, რომელიც გადმოჰყურებს უდაბნოს.
29
უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიშენე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.“
30
და გააკეთა ბალაკმა, როგორც ბალაამმა უთხრა, და აღავლინა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36