bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 35
Numbers 35
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 36 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ, და უთხრა:
2
„უბრძანე ისრაელიანთ, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი სამკვიდრო სამფლობელოდან ქალაქები საცხოვრებლად. და აგრეთვე საძოვრები მიეცით ქალაქების ირგვლივ მათ.
3
იქნება ქალაქები მათთვის საცხოვრებლად, ხოლო მათი საძოვრები იქნება მათი ცხვარ-ძროხისა და მათი სხვა პირუტყვისათვის.
4
ქალაქების საძოვრები, რომლებსაც მისცემთ ლევიანებს, ქალაქის გარე კედლიდან ათას წყრთაზე გადიოდეს ირგვლივ.
5
გაზომეთ ქალაქგარეთ აღმოსავლეთ მხარეს 2 ათასი წყრთა, და სამხრეთ მხარეს 2 ათასი წყრთა და დასავლეთ მხარეს 2 ათასი წყრთა, და ჩრდილოეთ მხარეს 2 ათასი წყრთა, ხოლო ქალაქი იყოს შუაში: ეს იქნება მათი საძოვრები ქალაქებთან.
6
ქალაქებიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ ლევიანებს, ექვსი იყოს თავშესაფარი ქალაქი, სადაც გაქცევას დაანებებთ მკვლელს. და მათ გარდა მიეცით სხვა 42 ქალაქი.
7
ყველა ქალაქი, რომელიც თქვენ უნდა მისცეთ ლევიანებს, იყოს 48 ქალაქი თავის საძოვრებიანად.
8
და ქალაქები, რომლებსაც მისცემთ მათ ისრაელიანთა სამფლობელოებიდან, აიღეთ მრავალრიცხოვან ტომთაგან მეტი, ხოლო მცირერიცხოვანთაგან ნაკლები. ყოველმა ტომმა თავისი სამკვიდრებლის მიხედვით უნდა მისცეს ლევიანებს თავიანთი ქალაქებიდან, რასაც დაიმკვიდრებენ.
9
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
10
განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გადაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
11
დაიგუეთ ქალაქები, რომლებიც თავშესაფარი ქალაქები იქნება თქვენთვის. და გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა კაცი.
12
ეს ქალაქები იქნება თქვენთვის თავშესაფრად შურის მაძიებლისაგან, რომ არ მოკლან მკვლელი, ვიდრე წარსდგება სამსჯავროზე თემის წინაშე.
13
და ქალაქებიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ, ექვსი ქალაქი თავშესაფრად იყოს თქვენთვის.
14
სამი ქალაქი მიეცით იორდანეს გამოღმა მხარეს და სამი ქალაქი მიეცით ქანაანის ქვეყანაში. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.
15
ისრაელიანთათვის და ხიზნისთვის და ახალმოსახლესათვის იყოს ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად მათთვის, რათა შეძლოს იქ გაქცევა ყველამ, ვისაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი.
16
თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს კაცს და მოკვდება იგი, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა დაისაჯოს მკვლელი.
17
და თუ ვინმე ხელით დაარტყამს ვინმეს ქვას, რასაც შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა დაისაჯოს მკვლელი.
18
ან თუ ვინმე ხის იარაღს დაარტყამს ხელით, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა დაისაჯოს მკვლელი.
19
მესისხლეს თვით შეუძლია მოკლას მკვლელი; როგორც კი შეხვდება მას, თვითონ შეუძლია მისი მოკვლა.
20
და თუ ვინმე სიძულვილით ხელს ჰკრავს ვინმეს, ან განზრახ რაიმეს სტყორცნის მას და იგი მოკვდება,
21
ან თუ მტრობით დაარტყამს ხელს, და იგი მოკვდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს ის, რომელმაც დაარტყა მას, რადგან მკვლელია იგი; მესისხლეს შეუძლია მოკლას ეს მკვლელი, როცა შეხვდება მას.
22
მაგრამ თუ უცაბედად, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს, ან ესვრის მას რაიმე საგანს განზრახვის გარეშე,
23
ან რაიმე ქვას, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, უნებლიეთ მოახვედრებს მას და ის მოკვდება, თუმცა იგი არ იყო მისი მტერი და არც მისთვის ავის მოსურნე,
24
მაშინ უნდა განსაჯოს თემმა მკვლელსა და მესისხლეს შორის ამ წესის მიხედვით;
25
და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მესისხლის ხელიდან, და უნდა დააბრუნოს იგი თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა დამკვიდრდეს იქ, ვიდრე მოკვდებოდეს წმიდა ზეთით ცხებული მღვდელთმთავარი.
26
ხოლო თუ მკვლელი გავა თავშესაფარი საზღვრიდან, სადაც იგი გაიქცა,
27
და მას ნახავს მესისხლე მისი თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ, სადაც იგი გაიქცა, და მოკლავს მესისხლე მკვლელს, მაშინ არაა მესისხლეზე სისხლი,
28
რადგან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დამკვიდრებულიყო იგი, ვიდრე მღვდელმთავარი მოკვდებოდა. ხოლო მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამფლობელოს.
29
ეს გფონდეთ თქვენთვის სამართლის წესად თაობიდან თაობამდე, ყველგან სადაც კი იცხოვრებთ.
30
ყველა, ვინც კაცს მოკლავს, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე უნდა მოიკლას. მაგრამ მარტო ერთი მოწმის მხილებით არავინ არ უნდა დაისაჯოს სიკვდილით.
31
არ აიღოთ გამოსასყიდი მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილო დამნაშავეა, არამედ სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
32
და არ აიღოთ გამოსასყიდი თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის მის დასაბრუნებლად ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე მღვდელმთავარი ცოცხალია.
33
არ წაბილწოთ მიწა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რადგან სისხლი ბილწავს მიწას, და მიწა ვერ გამოისყიდის მასზე დაღვრილ სისხლს, თუ არა მისი დამღვრელის სისხლით.
34
და არ გააბინძუროთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, სადაც მე ვმკვიდრობ; რადგან მე, უფალი, ვმკვიდრობ ისრაელიანთა შორის.“
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36