bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 1
Exodus 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 2 →
1
ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში (თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა):
2
რეუბენი, სიმეონი, ლევი და იუდა,
3
ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი,
4
დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5
და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, 70 სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6
და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი მათი თაობა.
7
ხოლო ისრაელიანები მოშენდნენ და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აივსო მათით ის ქვეყანა.
8
და დაჯდა ახალი მეფე ეგვიპტის ტახტზე, რომელმაც არაფერი იცოდა იოსების შესახებ,
9
და უთხრა მან თავის ხალხს: „აი, ხალხი – ისრაელიანები, ჩვენზე მეტია და ძლიერი.
10
მოდით, ბრძნულად მოვიქცეთ მათთან, თორემ უფრო გამრავლდებიან. და თუ რაიმე ომი ატყდა, ჩვენს მტრებს შეეკვრებიან, ბრძოლას დაგვიწყებენ და გავლენ ქვეყნიდან.“
11
და დაუყენეს ზედამხედველები, რათა დაეთრგუნათ ისინი მძიმე შრომით; და ააშენებინეს ფარაონის სამარაგო ქალაქები: ფითომი და რამზესი.
12
მაგრამ რაც უფრო ტანჯავდნენ, მით უფრო მრავლდებოდნენ ისრაელიანები და ვრცელდებოდნენ. და შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე.
13
და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელიანებს უმოწყალოდ.
14
და გაუმწარეს სიცოცხლე თიხაზე და აგურზე მძიმე შრომით, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდვრად, ყოველი საქმით, რის კეთებასაც უმოწყალოდ აიძულებდნენ.
15
უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს – შიფრასა და ფუყას:
16
„როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ და თუ ვაჟია – მოკალით, თუ გოგოა – იცოცხლოს.“
17
შეეშინდათ ბებიაქალებს ღმერთისა და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხლად ტოვებდნენ ვაჟებს.
18
დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა: „ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რად ტოვებთ ვაჟებს?“
19
უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს, რომ ეგვიპტელ ქალებს არა ჰგვანან ებრაელი ქალები, რომ ამტანები არიან ისინი. და სანამ ბებიაქალი მივა მათთან, უკვე ნამშობიარები არიან.
20
და სწყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, და მრავლდებოდა ხალხი და მეტად ძლიერდებოდა.
21
და რადგან ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს, ღმერთმა ააშენა მათი ოჯახები.
22
და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ბიჭი მდინარეში ჩააგდეთ, ხოლო ყველა გოგო ცოცხალი დატოვეთ.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40