bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 8
Exodus 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 9 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ!
2
და თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მე მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას ბაყაყებით.
3
და გაივსება მდინარე ბაყაყებით, და ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საწოლ ოთახს, შენს სარეცელს, შენს მსახურთა და შენი ხალხის სახლებს, შენს თონეებს და შენს ვარცლებს.
4
და თვით შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მსახურს დაეხვევა ბაყაყი.’“
5
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘მოუღერე შენი კვერთხი მდინარეებს, ნაკადულებს და ტბებს, და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.’“
6
და მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ ბაყაყები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა.
7
და გააკეთეს იგივე გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.
8
მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყი მე და ჩემს ხალხს, და გავუშვებ ამ ხალხს, რომ შესწირონ მსხვერპლი უფალს.“
9
და უთხრა მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის ვილოცო შენთვის, შენს მსახურთათვის და შენი ხალხისათვის, რომ მოგაშოროთ ბაყაყი შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ მდინარეში დატოვოს?“
10
და თქვა: „ხვალ.“ მოსემ უპასუხა: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არ არსებობს მსგავსი ჩვენი უფალი ღმერთისა.
11
და მოგშორდებათ ბაყაყი შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“
12
გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, ფარაონს რომ მიუსია.
13
და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ. და დაიხოცა ბაყაყი სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.
14
და დაახვავეს ისინი გროვებად და ამყრალდა ქვეყანა.
15
და იხილა ფარაონმა, რომ მოხდა შემსუბუქება, და გაისასტიკა გული და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
16
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, მოიღეროს თავისი კვერთხი და დაჰკრას მიწის მტვერს, და გადაიქცევა მტვერი მუმლად მოედება მთელს ეგვიპტეს.“
17
ასეც გააკეთეს: და მოიღერა აარონმა კვერთხი და დაჰკრა მიწის მტვერს, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს. მიწის მთელი მტვერი მუმლად იქცა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
18
იგივეს გაკეთება სცადეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით, რათა გამოეყვანათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს. და ეხვია მუმლი კაცსა და პირუტყვს.
19
და უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: „ღვთის ხელია ეს!“ და გაისასტიკა გული ფარაონმა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
20
და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან და წარუდექი ფარაონს. და როცა გამოვა წყალთან, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.
21
თუ არ გაუშვებ ჩემს ხალხს, მოგისევთ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან.
22
გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა იცოდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი.
23
გავარჩევ ერთმანეთისგან ჩემს ხალხს და შენს ხალხს. ეს ნიშანი ხვალ გამოჩნდება.’“
24
გააკეთა უფალმა, როგორც თქვა, და შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონის სახლს და მის მსახურთა სახლებს, და ეგვიპტის მთელ ქვეყანას. მოსრა ქვეყანა ბუზანკალმა.
25
და მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ ქვეყანაში.“
26
და თქვა მოსემ: „არ ეგების ამის გაკეთება, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. მსხვერპლს რომ შევწირავთ მათ თვალწინ. განა არ ჩაგვქოლავენ?
27
სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც ის გვიბრძანებს.“
28
და თქვა ფარაონმა: „გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს, უდაბნოში. ოღონდ შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის!“
29
თქვა მოსემ: „აჰა, მე გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რათა განშორდეს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს ხვალვე. ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.“
30
გამოვიდა მოსე ფარაონისგან, და შეევედრა უფალს.
31
და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ, და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა.
32
მაგრამ ამჯერადაც გაიქვავა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40