bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 16
Exodus 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 17 →
1
აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელიანთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს.
2
და ებუზღუნებოდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში.
3
და უთხრეს მათ ისრაელიანთ: „ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“
4
და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღიური ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, იდგებიან თუ არა ჩემს რჯულზე.
5
მეექვსე დღეს კი, როცა მოამზადებენ მოგროვილს, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც დღიურად ამზადებენ.“
6
და უთხრეს მოსემ და აარონმა ისრაელიანთ: „დღეს საღამოსვე გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7
და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა მან. ჩვენ ვინა ვართ, რომ ჩვენ გვსაყვედურობთ?“
8
და თქვა მოსემ: „მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩივლეთ.“
9
და უთხრა მოსემ აარონს: „უთხარი ისრაელიანთა მთელ თემს: ‘წარდექით უფლის წინაშე, რადგან მან ისმინა თქვენი ჩივილი.’“
10
და როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
11
და უთხრა უფალმა მოსეს:
12
„ვისმინე მე ისრაელიანთა ჩივილი. ელაპარაკე მათ ასე: ‘საღამო ხანს შეჭამთ ხორცს, ხოლო დილით დაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.’“
13
და მოფრინდა საღამო ხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის ირგვლივ.
14
როცა ცვარი აორთქლდა, დაინახეს, უდაბნო დაფარულია რაღაც წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსით.
15
და როცა დაინახეს ისრაელიანთ, უთხრეს ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ, რა იყო. და უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.
16
ეს არის რაც ბრძანა უფალმა: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამთ – ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ.“
17
და ასე მოიქცნენ ისრაელიანები და აკრიფეს, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა.
18
მაგრამ როცა აწყვეს ღომერით, არც ბევრის ამკრეფს ზედმეტი აღმოჩენია და არც ცოტას ამკრეფს დაჰკლებია რამე. თითოეულმა იმდენი აკრიფა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19
და უთხრა მათ მოსემ: ნურავინ მოირჩენთ იქიდან დილამდე.
20
მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა მოირჩინა ცოტაოდენი დილამდე. და დაეხვია მას მატლი და აყროლდა. და გაურისხდა მათ მოსე.
21
და აგროვებდნენ მას დილაობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად. როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა ის.
22
და მეექვსე დღეს აგროვებდნენ ორმაგ პურს, ორ-ორ ღომერს თითო სულზე. და მივიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოსეს.
23
და უთხრა მათ: „ეს არის, რაც თქვა უფალმა: ‘ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყველაფერი, რაც მოგრჩებათ, გადადეთ დილამდე შესანახად.’“
24
და გადადეს იგი დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა, არ ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია.
25
და თქვა მოსემ: „ჭამეთ იგი დღეს, რადგან უფლის შაბათია დღეს. დღეს ვერ იპოვით მას ველზე.
26
ექვს დღეს კრიფეთ იგი, მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.“
27
და გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი ნახეს.
28
და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას?
29
იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. და იჯდეს თითოეული შინ, ნუღარავინ გამოვა შინიდან მეშვიდე დღეს.“
30
და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31
და უწოდა ისრაელის სახლმა ამ პურს მანანა. იგი ქინძის თესლის სიმსხო იყო, თეთრი, და თაფლის კვერის გემოს მქონე.
32
და თქვა მოსემ, ასე ბრძანაო უფალმა: „შეინახეთ ერთი ღომერი მანანა, რათა იხილონ თქვენმა თაობებმა, თუ რა პურს გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“
33
და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე ქილა და ჩადგი შიგ ერთი სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე თაობიდან თაობამდე შესანახად.“
34
და როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე დადგა იგი აარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად.
35
40 წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას – ვიდრე მიაღწევდნენ აღთქმულ მიწას, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრებს არ მიადგნენ.
36
ერთი ღომერი კი ეფის მეათედია.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40