bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 19
Exodus 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 20 →
1
ეგვიპტიდან ისრაელიანების გამოსვლის მესამე თვის პირველ დღეს მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში.
2
აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ.
3
და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან და უთხრა: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელიანთ:
4
თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა ორბების ფრთებით მომყავდით ჩემთან.
5
ამიერიდან, თუ შეისმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემი საუნჯე იქნებით ყველა ხალხთაგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
6
მღვდელთა სამეფო და წმიდა ხალხი იქნებით ჩემთვის. აი, ამ სიტყვებს ეტყვი ისრაელიანთ!“
7
და მივიდა მოსე და მოუხმო ხალხის უხუცესებს, და გადასცა მათ ყველა ეს სიტყვა, რაც უფალმა უბრძანა.
8
და ერთხმად მიუგო ხალხმა: „რაც უფალმა თქვა, ყველაფერს აღვასრულებთ.“ და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
9
და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ქუფრ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნოს საუკუნოდ.“ და როცა აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს,
10
უთხრა უფალმა მას: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი.
11
და მზად იყვნენ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12
და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: ‘მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველას, ვინც მთას შეეხება, სიკვდილი არ ასცდება.
13
ნუ შეეხებით მას ხელით, თორემ ჩაიქოლებით ან ისრით განიგმირებით. ვერც პირუტყვი და ვერც კაცი გადარჩება ცოცხალი.’ როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა.“
14
და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი.
15
და უთხრა მოსემ ხალხს: „ზეგისათვის მზად იყავით, ქალს არ გაეკაროთ.“
16
მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, და გაისმა ბუკის მეტად ძლიერი ხმა. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17
და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას.
18
ხოლო სინაის მთა მთლიანად ბოლავდა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში. როგორც თონეს, ისე ასდიოდა კვამლი, და ძლიერად ირყეოდა მთა.
19
და თანდათან ძლიერდებოდა ბუკის ხმა. ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა მას ღმერთი.
20
და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის თხემზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის თხემისკენ და ავიდა მოსე.
21
და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი და გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას მთაზე უფლის სახილველად, თორემ მრავალი დაეცემა მათგან.
22
თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლოებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“
23
და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაგვაფრთხილე, საზღვარი შემოავლეთ-მეთქი მთას და განწმიდეთ იგი.“
24
და უთხრა მას უფალმა: „ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ შეეცდებიან უფალთან ამოსვლას, თორემ შემუსრავს მათ იგი.“
25
და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და გადასცა მათ ეს.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→