bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 38
Exodus 38
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 39 →
1
და გააკეთა სამსხვერპლო სრულადდასაწველისა აკაციის ხისაგან: სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა.
2
და გაუკეთა რქები მას ოთხივ კუთხეზე, სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყო მისი რქები. სამსხვერპლო მთლიანად მოჭედა ბრინჯაოთი.
3
დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეულობა: ქვაბები, ნიჩბები, სასხურებლები, ჩანგლები და აქანდაზები. მთელი მისი ჭურჭელი ბრინჯაოსგან გააკეთა.
4
და გააკეთა სამსხვერპლოსათვის ცხაური ბრინჯაოსაგან, ბადისებრი ნახელავი, ქვემოდან სამსხვერპლოს შუამდე.
5
და ჩამოასხა ოთხი რგოლი ბრინჯაოს ცხაურის ოთხი კუთხისათვის კეტების გასაყრელად.
6
და გათალა კეტები აკაციის ხისა და მოჭედა ისინი ბრინჯაოთი.
7
და გაუყარა კეტები სამსხვერპლოს რგოლებში, რათა ეტარებინათ იგი მათი მეშვეობით. ღრუ გააკეთა იგი ფიცრებით.
8
და გააკეთა ბრინჯაოს საბანელი და მისი კვარცხლბეკიც ბრინჯაოსი ქალების სარკეებით, რომლებიც მსახურებას ეწეოდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.
9
და მოაწყო ეზო სამხრეთ მხარეს. ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისა იყო, სიგრძით 100 წყრთა,
10
მისი 20 სვეტი და მათი 20 კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო; დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა იყო.
11
და ჩრდილოეთის მხრიდან ფარდა სიგრძით 100 წყრთა იყო. მისთვის გაკეთდა 20 სვეტი და მათი 20 კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო. დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა იყო.
12
და დასავლეთის მხრიდან 50 წყრთის სიგრძის ფარდა ეკიდა კვარცხლბეკებზე დადგმულ 10 სვეტზე. სვეტების დუგმები და სალტეები ვერცხლისა იყო.
13
აღმოსავლეთის მხარე 50 წყრთა იყო.
14
კარიბჭის ერთ მხარეს 15 წყრთის სიგრძის ფარდა ეკიდა კვარცხლბეკებზე დადგმულ სამ სვეტზე.
15
და მეორე მხარესაც ეზოს კარიბჭიდან ასევე 15 წყრთის სიგრძის ფარდა იყო სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
16
ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონისა იყო.
17
სვეტების კვარცხლბეკები ბრინჯაოსი იყო, სვეტების დუგმები და სალტეები – ვერცხლისა, და მათი თავების ჭედურობაც ვერცხლისა იყო. და ვერცხლის სალტეებით იყო შეერთებული ეზოს ყოველი სვეტი.
18
და ეზოს კარიბჭის ფარდა იყო ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა სიგრძით 20 წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე, ეზოს ფარდების მსგავსად.
19
მისი ოთხი სვეტი და მათი ოთხი კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო; მათი დუგმები – ვერცხლისა და მათი თავების ჭედურობაც და სალტეებიც – ვერცხლისა იყო.
20
სავანისა და ფარდების პალოები ეზოს ირგვლივ ბრინჯაოსი იყო.
21
ეს არის აღრიცხვა სავანის, გამოცხადების სავანის ხარჯებისა, რაც დაანგარიშებულ იქნა მოსეს ბრძანებით, ლევიანთა მიერ, აარონის ძის, ითამარ მღვდლის ხელმძღვანელობით.
22
ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
23
მასთან იყო აჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე, ოსტატი მქსოველი და მქარგავი ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და ბისონისა.
24
მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყოველ საქმეზე, იყო შემოწირული ოქრო: 29 ტალანტი და 730 შეკელი, საწმიდრის შეკელით.
25
ხოლო თემის აღწერისას შეგროვებული ვერცხლი შეადგენდა 100 ქანქარს და 1775 შეკელს, საწმიდრის შეკელით.
26
სულზე თითო ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი, საწმიდრის შეკელით, ყველასგან, ვინც გაიარა აღრიცხვა, 20 წლიდან და ზევით, სულ 603550 კაცი.
27
100 ტალანტი ვერცხლი საწმიდრის და ფარდის კვარცხლბეკთა ჩამოსხმას მოხმარდა. 100 კვარცხლბეკი 100 ტალანტიდან, თითო ტალანტი კვარცხლბეკისათვის.
28
1775 შეკელი ვერცხლისაგან მან გააკეთა დუგმები სვეტებისათვის და მოჭედა მათი თავები და შეაერთა ისინი სალტეებით.
29
შემოწირული ბრინჯაო იყო სულ 70 ტალანტი და 2400 შეკელი.
30
გააკეთა მისგან საკრებულო კარვის შესასვლელის კვარცხლბეკები და ბრინჯაოს სამსხვერპლო, და ბრინჯაოს ცხაური მისთვის, და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭელი,
31
კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ და ეზოს კარიბჭისათვის, სავანისა და ფარდების ყოველი პალო ეზოს ირგვლივ.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→