bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 5
Exodus 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 6 →
1
მერე მივიდნენ მოსე და აარონი და უთხრეს ფარაონს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა დღესასწაული გამიმართონო უდაბნოში.“
2
და თქვა ფარაონმა: „ვინ არის უფალი, რომ ვისმინო მისი და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ!“
3
და უთხრეს: „ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.“
4
და უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: „მოსე და აარონ! რად აცდენთ ხალხს თავიანთ საქმეს? გასწით თქვენს სამუშაოზე.“
5
და კვლავ თქვა ფარაონმა: „ბევრნი არიან ახლა ამ მიწის ხალხი და თქვენ აცდენთ მათ სამუშაოებისაგან.“
6
და უბრძანა ფარაონმა იმავე დღეს აღმასრულებლებს და ხალხის ზედამხედველებს ასე:
7
„ამიერიდან ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს აგურის საკეთებლად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით; წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.
8
ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ შეუმციროთ. თორემ მთლად გაზარმაცდნენ; დგანან და ყვირიან: წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!“
9
დაუმძიმდეს შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდეს, რომ ვეღარ მიუგდოს ყურს ცდუნების სიტყვებს.
10
და გამოვიდნენ ხალხზე დაყენებული აღმსრულებელნი და ზედამხედველნი, და გამოუცხადეს ხალხს: „ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს.
11
წადით, მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან თქვენს სამუშაოს არაფერი მოაკლდება.“
12
და მოედო ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ.
13
აღმსრულებელნი აჩქარებდნენ და ეუბნებოდნენ: „ყოველდღიურად ისევე შეასრულეთ თქვენი სამუშაო, როგორც მაშინ, როცა ბზე გეძლეოდათ.“
14
და სცემდნენ ისრაელიან ზედამხედველებს, რომელნიც დაუდგინეს ხალხს ფარაონის აღმსრულებლებმა, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ მოჭერით დაწესებული რაოდენობის აგური არც გუშინ და არც დღეს, რამდენსაც ადრე ჭრიდით?“
15
და მივიდნენ ისრაელიანი ზედამხედველნი და შეჰღაღადეს ფარაონს: „რად ექცევი ასე შენს მსახურებს?
16
ბზე აღარ ეძლევათ შენს მსახურებს, აგურის მოჭრას კი სთხოვ. და, აჰა, სცემენ შენს მსახურებს. შენს ხალხზეა ცოდვა.“
17
და თქვა ფარაონმა: „უქნარები ხართ თქვენ, უქნარები! ამიტომ ამბობთ: წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო უფალს.
18
ახლა კი გასწით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგურის დაწესებული რაოდენობა კი უნდა ჩაგვაბაროთ!“
19
დაინახეს ისრაელიანმა ზედამხედველებმა, რომ გასაჭირში არიან, რადგან ებრძანათ, რომ არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად მოსაჭრელი აგურის რაოდენობასო.
20
და როცა ფარაონისგან გამოვიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად იდგნენ.
21
უთხრეს მათ: „უფალმა გიხილოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს და ჩვენს დასახოცად მახვილი მიეცით ხელში.“
22
მიუბრუნდა მოსე უფალს და თქვა: „უფალო, რად უყავი ბოროტი ამ ხალხს? რად გამომაგზავნე მე?
23
მას აქეთ, რაც მე ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკა, გაუბოროტდა იგი ამ ხალხს, შენ კი არ იხსენი შენი ხალხი.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40