bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 2
Exodus 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 3 →
1
წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და მოიყვანა ცოლად ლევის ასული.
2
დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. ნახა, რომ მშვენიერია ბიჭი და სამ თვეს მალავდა.
3
როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ჭილის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, ჩააწვინა შიგ ბავშვი და მდინარის ნაპირას ჩადგა ლერწმოვანში.
4
დადგა მისი და მოშორებით, რათა გაეგო, რა ბედი ეწეოდა ბავშვს.
5
და აჰა, ფარაონის ასული ჩავიდა საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლეები მდინარის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ფარაონის ასულმა კალათა ლერწმოვანში და გაგზავნა თავისი მოახლე მის მოსატანად.
6
და როდესაც კალათას ახადა, ნახა, რომ შიგ ბავშვი წევს და ტირის. შეებრალა ის და თქვა: „ებრაელის ბავშვი იქნება.“
7
და უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: „ხომ არ წავიდე და მოვიყვანო ძიძა ებრაელთაგან, რომ ძუძუ აწოვოს მაგ ბავშვს?“
8
წადიო, – უთხრა მას ფარაონის ასულმა. წავიდა გოგონა და მოიყვანა ბავშვის დედა.
9
უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ბიჭი, ძუძუ აწოვე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და წაიყვანა ქალმა ბავშვი და ძუძუზე ჰყავდა.
10
და როცა წამოიზარდა ბავშვი, მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი, და უწოდა სახელად მოსე; რაც ნიშნავდა: „წყლიდან ამოვიყვანე იგი.“
11
ერთ დღეს, როცა გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის მოძმეებთან და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის მოძმეთაგანს.
12
მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ახლოს არავინ იყო, და მოკლა ის ეგვიპტელი და ქვიშაში ჩამალა.
13
და გამოვიდა მეორე დღეს, და აჰა, ორი ებრაელი კაცი ჩხუბობს. და უთხრა მან დამნაშავეს: „რატომ სცემ შენს მოყვასს?“
14
მან კი უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს უფროსად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოჰკალი?“ შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულაო ეს ამბავი.
15
როცა შეიტყო ფარაონმა ეს ამბავი, მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.
16
შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. და მოსულიყვნენ ისინი და წყალს ხაპავდნენ ჭიდან და გეჯებს ავსებდნენ თავისი მამის ფარის სასმელად.
17
და მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოექომაგა მათ, და დაურწყულა ფარა.
18
და მივიდნენ ისინი რეღუელთან, თავიანთ მამასთან. და მან ჰკითხა მათ: „დღეს ასე ადრე რად მოსულხართ?“
19
და უთხრეს: „ეგვიპტელმა კაცმა გვიხსნა მწყემსთაგან. წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაგვირწყულა.“
20
უთხრა თავის ასულებს: „სად არის იგი? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, ჭამოს პური ჩვენთან.“
21
და გადაწყიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. და მან მიათხოვა მოსეს თავისი ასული – ციფორა.
22
შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რაც ნიშნავდა: „ხიზანი ვარ უცხო ქვეყანაში.“
23
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა. და აკვნესდნენ ისრაელიანები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი გოდება ღმერთს.
24
და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისააკისა და იაკობის მიმართ.
25
და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40