bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 22
Exodus 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 23 →
1
თუ ვინმემ მოიპაროს ხარი ან ცხვარი და დაკლას ან გაყიდოს, ხუთი ხარი უნდა გადაიხადოს ხარის წილ, და ოთხი ცხვარი ცხვრის წილ.
2
თუ სახლის გამოთხრაზე წაასწრებენ ქურდს და სცემენ ისე, რომ მოკვდება, ეს სისხლი არ მოიკითხება.
3
მაგრამ თუ ეს მზის ამოსვლის შემდეგ მოხდა, მკვლელს სისხლი მოეკითხება. მპარავმა უნდა ზღოს ნაქურდალი. თუ არაფერი აქვს, გაყიდონ იგი ქურდობისთვის.
4
თუ მის ხელში ცოცხლად აღმოჩნდება ნაქურდალი – ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
5
თუ ვინმემ სხვისი მინდორი ან ვენახი წაახდინოს, ან გაუშვას თავისი პირუტყვი და მოაძოვოს სხვისი მინდორი, თავის საუკეთესო მინდვრიდან და საუკეთესო ვენახიდან უნდა ზღოს.
6
თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენმა უნდა ზღოს.
7
თუ ვინმემ თავის თვისტომს ფული ან რაიმე ნივთი მიაბაროს და ეს მოპარულ იქნეს იმ კაცის სახლიდან, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად ზღოს.
8
ხოლო თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის წინაშე წარდგეს და დაიფიცოს, რომ არ წასცდენია ხელი თავისი თვისტომის ქონებაზე.
9
ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, ვირის, ცხვრისა თუ სამოსლის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელსაც პატრონი გამოუჩნდება, ამ ორის საქმე ღვთის წინაშე უნდა წარდგეს, ვისაც ღმერთი გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თავის ახლობელს.
10
თუ ვინმე მიაბარებს თვისტომს ვირს, ხარს ან კრავს, ან რაიმე პირუტყვს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნება,
11
უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და არ აუნაზღაურდეს.
12
ხოლო თუ მოჰპარეს, უზღოს მის პატრონს.
13
თუ მას მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ ზღოს.
14
და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და პატრონი კი იქ არ იყოს, უნდა ზღოს,
15
მაგრამ თუ მისი პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებული ჰყავდა, ქირა უნდა გადაიხადოს.
16
თუ კაცმა შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არ იყო, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს და ცოლად შეირთოს.
17
თუ ქალიშვილის მამა უარზე დადგეს და მას არ მიათხოვოს, ვერცხლი მიუწონოს ამ კაცმა, როგორც ქალწულობის ურვადი.
18
ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.
19
ყველა, ვინც დაეცემა პირუტყვთან, უნდა მოკვდეს.
20
ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს შესწირავს მსხვერპლს, უნდა მოისპოს.
21
ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში.
22
ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.
23
თუ დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და შევისმენ მათ ჩივილს,
24
რისხვით ავინთები და მახვილით დაგხოცავთ, ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
25
თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას.
26
თუ გირაოდ აიღებ შენი მოყვასის მოსასხამს, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.
27
იქნებ ის მისი ერთადერთი დასაბურავია. რა დაიფაროს, როცა დაიძინებს? ის შემომღაღადებს და მე მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.
28
ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის მთავარს ნუ დაწყევლი.
29
შენი კალოს პირველნაყოფი და შენი საწნახლის პირველნაწური არ დამიგვიანო. პირმშო შენს ძეთაგან მე მომეცი.
30
ასევე – შენი ხბო და შენი ცხვარი შვიდი დღე იყოს თავის დედასთან, ხოლო მერვე დღეს მე უნდა მომცე.
31
წმიდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის: ველზე ნამხეცავი ხორცი არ ჭამოთ, ძაღლს მიუგდეთ.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40