bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 37
Exodus 37
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 38 →
1
და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხისგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე.
2
და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო.
3
და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კიდისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეს და ორი რგოლი – მეორე მხარეს.
4
და გააკეთა კეტები აკაციის ხისაგან და მოჭედა ისინი ოქროთი.
5
და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
6
და გააკეთა სარქველი ხალასი ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე.
7
და გააკეთა ორი ქერუბიმი: ოქროთი გააკეთა ჭედურად სარქვლის ორივე კიდისათვის.
8
ერთი ქერუბიმი ერთი კიდიდან და მეორე ქერუბიმი მეორე კიდიდან, სარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე კიდეზე.
9
და იყვნენ ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და ფარავდნენ ფრთებით სარქველს. სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიქცეული, სარქველს დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
10
და გააკეთა ტაბლა აკაციის ხისაგან: სიგრძე ორი წყრთა იყო მისი, სიგანე – ერთი წყრთა, სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა.
11
და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი, და შემოავლო ოქროს გვირგვინი ირგვლივ.
12
და გაუკეთა მას ხელისდადების სიმაღლის ჩარჩო ირგვლივ და გაუკეთა ჩარჩოს ოქროს გვირგვინი გარშემო.
13
და ჩამოასხა ოქროს ოთხი რგოლი, და მიუმაგრა ეს რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან.
14
კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელად იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ.
15
და გააკეთა კეტები აკაციის ხისაგან ტაბლის სატარებლად, და მოჭედა ისინი ოქროთი.
16
და გააკეთა ხალასი ოქროს ჭურჭელი ტაბლისთვის: მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ტოლჩები და მისი ჯამები საღვრელის დასაღვრელი.
17
და გააკეთა მან სასანთლე ხალასი ოქროსაგან ჭედურობით. მისი ღერო და მისი ტოტები, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე იყო.
18
ექვსი ტოტი გამოდიოდა მისი ღეროდან: სამი ტოტი სასანთლისა ერთი გვერდიდან და სამი ტოტი – მეორე გვერდიდან.
19
სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვსსავე ტოტზე, რომელნიც გამოდიან სასანთლიდან.
20
და თვით სასანთლის ღეროზე იყო ოთხი ნუშისებრი თასი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
21
და კვირტი მისი ტოტების პირველი წყვილის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ტოტების შემდეგი წყვილის ძირში და კიდევ კვირტი მისი ტოტების ბოლო წყვილის ძირში.
22
მათი კვირტები და მათი ტოტები მისგანვე იყო, მთლიანად ერთი ჭედურობით, ხალასი ოქროთი.
23
და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით ხალასი ოქროსაგან.
24
ერთი ტალანტი ხალასი ოქროსაგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.
25
და გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო აკაციის ხისგან; ერთი წყრთა სიგრძე და ერთი წყრთა სიგანე ჰქონდა, ოთხკუთხედი იყო და ორი წყრთის სიმაღლის. სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყო მისი რქები.
26
და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი, მისი სახურავი და მისი გარშემო კედლები და მისი რქები. და ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლო.
27
ოქროს ორი რგოლი გაუკეთა მას სალტეს ქვეშ ორსავე ფერდზე, მის ორივე მხარეს, კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.
28
და გააკეთა კეტების აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი ოქროთი,
29
და გაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, ხალასი საკმეველი, მენელსაცხებელთა ნახელავი.
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40