bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 12
Exodus 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 13 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2
ეს თვე იყოს თქვენთვის თვეთა დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში.
3
უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლზე.
4
და თუ სახლეულობა მცირეა და კრავს ვერ მოერევა შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია.
5
თქვენი კრავი მამალი უნდა იყოს და უხინჯო, წელგამოვლილი. კრავის ნაცვლად შეგიძლიათ თიკანი აიყვანოთ.
6
და თქვენთან გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე; და დაკლას ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს.
7
და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და კარისთავს, სადაც უნდა ჭამონ ის.
8
ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადები და მწარე მწვანილი მიატანონ.
9
არა ჭამოთ უმად ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და გულ-ღვიძლიანად.
10
დილისთვის ნუ მოირჩენთ, რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.
11
ასე ჭამეთ იგი: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. ეს უფლის პასექია.
12
მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში იმ ღამით და მოვაკვდინებ ყოველ ეგვიპტელ პირველშობილს კაციდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვსჯი. მე ვარ უფალი.
13
და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. და თქვენ არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
14
იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თაობიდან თაობამდე. საუკუნო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
15
შვიდ დღეს ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარიანს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, ის სული მოიკვეთება ისრაელიდან.
16
პირველ დღეს წმიდა კრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა კრება გექნებათ. არავითარი საქმე არ აკეთოთ იმ დღეებში. რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17
და დაიცავით უფუარობა, რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. და დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობამდე საუკუნო წესად.
18
პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.
19
შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში, რადგან ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემიდან – ხიზანი იქნება ის თუ ქვეყნის მკვიდრი.
20
საფუარიანი არაფერი ჭამოთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ხმიადი ჭამეთ.
21
და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „აარჩიეთ კრავები თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი.
22
და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც თასშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს. არავინ გამოხვიდეთ სახლის კარიდან დილამდე.
23
და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლზე და გვერდს ჩაუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრად.
24
წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენს შვილთათვის უკუნისამდე.
25
როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც ამბობდა, იქაც დაიცავით ეს მსახურება.
26
და როცა გეტყვიან თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო?
27
ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს და იხსნა ჩვენი სახლები.“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
28
წავიდნენ და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს.
29
და იყო, შუაღამით მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე, და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30
ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მსახურნი და მთელი ეგვიპტე, შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, მკვდარი რომ არ ჰყოლოდათ.
31
და მოიხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე, და უთხრა მათ: „ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ყველა ისრაელიანი. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც თქვით.
32
წაასხით თქვენი ცხვარი და ძროხა, როგორც თქვით, და წადით. და მეც დამლოცეთ.“
33
და აიძულებდნენ ეგვიპტელნი ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან. თორემ ყველანი დავიხოცებითო – ამბობდნენ ისინი.
34
და წაიღო ხალხმა თავისი ცომი ვიდრე გაფუვდებოდა, და ვარცლები სამოსელში გამოიკრეს და ზურგზე ეკიდათ.
35
და გააკეთეს ისრაელიანთ მოსეს სიტყვისამებრ, და ითხოვეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ნივთები, და სამოსელი.
36
უფალმა კეთილად გამოაჩინა თავისი ხალხი ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. და ასე გაძარცვეს მათ ეგვიპტე.
37
და აიყარნენ ისრაელიანები რამზესიდან სუქოთისკენ, დაახლოებით 600 ათასი ქვეითი მამაკაცი, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
38
მათთან ერთად გამოვიდა მრავალი უცხოტომელი, და გამოირეკეს ცხვარ-ძროხის დიდი ფარები და ჯოგი.
39
და აცხობდნენ ეგვიპტიდან წამოღებული უფუარი ცომის კვერებს, რადგან ვერ გაფუვდა ცომი, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი გაიმზადეს.
40
ისრაელიანთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი 430 წელია.
41
430 წლის დასასრულს, სწორედ იმ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42
მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. სწორედ ეს ღამეა უფლისათვის მღვიძარებისა ისრაელიანთათვის თაობიდან თაობამდე.
43
და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აჰა, წესი პასექისა: არც ერთმა უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44
ყოველმა ნაყიდმა მონამ მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ.
45
ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს იგი.
46
ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ის ხორცი სახლიდან გარეთ და მისი ძვალი არ დაამტვრიოთ.
47
ისრაელის მთელმა თემმა გააკეთოს ასე.
48
თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი.
49
ერთი წესი ჰქონდეს მკვიდრსა და ხიზანს, თქვენში რომ დასახლდა.
50
და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს.
51
სწორედ ამ დროს გამოიყვანა უფალმა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად დაწყობილნი.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→