bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 13
Exodus 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 14 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
შემომწირე ისრაელის ყოველი პირმშო, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე. ჩემია ისინი.
3
და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფალმა გამოგიყვანათ იქედან ძლიერი ხელით. არ ჭამოთ ამ დღეს საფუარიანი.
4
დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში.
5
როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, აღასრულე ეს მსახურება ამ თვეში:
6
შვიდ დღეს ხმიადი ჭამე, ხოლო მეშვიდე დღე – უფლის დღესასწაულია;
7
შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და ნუ გაიჩერებ შინ საფუარიან პურს; ნუ გექნება გაფუებული პური და საფუარი მთელ შენს საზღვრებში.
8
და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას-თქო.
9
და ეს იყოს შენთვის როგორც ნიშანი ხელზე და შუბლზე სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
10
დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.
11
და როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, რომ მოგცემს მას შენ, –
12
განუკუთვნე უფალს ყოველი პირმშო და ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა; მათგან მამალი უფალს შესწირე.
13
და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. შენი პირმშო ძე გამოისყიდე.
14
და როცა შეგეკითხება მომავალში შენი შვილი, ‘ეს რა ნიშნავს?’ უთხარი: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
15
და იყო, როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირველმოგებულამდე. ამიტომაც ვწირავ უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემ პირმშო ძეს გამოვისყიდი.’
16
და ეს გქონდეს ნიშნად ხელზე და ბეჭდად შუბლზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.“
17
როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ის გზა. რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს გამოსვლა ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“
18
და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ დარაზმულნი გამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.
19
და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს დაფიცებული ჰყავდა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, თან წაიღეთ ჩემი ძვლებიო აქედან.
20
და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს პირას.
21
უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
22
არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→