bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 15
Exodus 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 16 →
1
მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელიანთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.
2
ჩემი ძალა და გალობაა უფალი, ის არის ჩემი მხსნელი, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ვადიდებ მას.
3
უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი.
4
ეტლები ფარაონისა და მისი ლაშქარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი დაიხრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
5
მორევმა ჩაიხვია ისინი, ჩაიძირნენ ისინი სიღრმეში ლოდივით.
6
მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს.
7
და შენი განუზომელი სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულთ. გამოაგზავნე შენი მძვინვარება და მან ნამჯასავით გადაბუგა ისინი.
8
შენ დაჰბერე და აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამყარდა შუაგულ ზღვაში.
9
თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’
10
შენ დაჰბერე და ზღვამ დაფარა ისინი. ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
11
ვინ არის შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინ არის შენი სადარი, სიწმიდით დიდებულო, საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა?
12
მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი.
13
შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ.
14
ისმინეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელიშთიმის მკვიდრნი.
15
მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოაბის მთავრები აიტანა ძრწოლამ. შეკრთა ყველა მცხოვრები ქანაანისა.
16
დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სიძლიერემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გაივლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე.
17
მიიყვანე ის და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, შენი ხელით დაფუძნებულ საწმიდარში, მეუფეო.
18
უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე!“
19
როცა შევიდნენ ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
20
და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21
ასე შეუძახა მათ მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.“
22
აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ შურის უდაბნოში. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23
მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის წყალი. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24
და შესჩივლა ხალხმა მოსეს: „რა დავლიოთ?“
25
შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.
26
და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და შეისმენ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.“
27
და მივიდნენ ელიმში. იქ იყო 12 წყაროსთვალი და ფინიკის 70 ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლებთან.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40