bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 14
Exodus 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 15 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„ელაპარაკე ისრაელიანთ, რათა დაბრუნდნენ და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ.
3
და იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათ ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო.
4
გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონსა და მთელ მის ლაშქარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი.“ ასეც მოიქცნენ ისინი.
5
და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონსა და მის მსახურთ ამ ხალხზე და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?“
6
და შეაბა ფარაონმა ცხენი ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი.
7
წაიყვანა 600 რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე.
8
გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანთ; ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ.
9
და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ.
10
ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელიანთ და დაინახეს, რომ ეგვიპტელნი მოსდევენ უკან, ძლიერ შეეშინდათ და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
11
და უთხრეს მოსეს: „განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე დასახოცად? ეს რა გვიყავი, რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?
12
განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვეხსენი, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მონობაში ყოფნა გვირჩევნიაო?“
13
და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, მტკიცედ დადექით და იხილავთ უფლისაგან ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, დღეს რომ ხედავთ, ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
14
უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.“
15
და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელიანთ, რომ აიყარონ.
16
აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გაიპობა იგი, და გავლენ ისრაელიანები ზღვაში მშრალი ფსკერით.
17
მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ლაშქარზე, მის ეტლებსა და მის მხედრებზე.
18
და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებსა და მის მხედრებზე.“
19
და დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და დაუდგა მათ უკან; და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და დადგა მათ უკან.
20
და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.
21
და აღმართა მოსემ ხელი ზღვაზე და მიდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად და გაიპო წყალი.
22
და შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად ედგათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ.
23
დაედევნენ ეგვიპტელნი და შევიდნენ მათ კვალზე – ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში.
24
და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი.
25
და დააძრო თვლები მათ ეტლებს და გაჭირვებით მართავდნენ ისინი. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელიანთ, რადგან მათ გამო გვებრძვის უფალი ეგვიპტელებს.“
26
და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე, და მოიქცევიან წყლები ეგვიპტელებზე, მათ ეტლებსა და მათ მხედრებზე.“
27
და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილას და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში.
28
და მიიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ ისრაელიანთ. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი.
29
ისრაელიანები მიდიოდნენ მშრალზე შუაგულ ზღვაში და წყლები კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ.
30
და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის პირას.
31
და იხილა ისრაელმა რაც მოუვლინა უფალმა ეგვიპტელებს ძლიერი ხელით. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მსახური მოსე.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→