bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 21
Exodus 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 22 →
1
და აჰა, კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ:
2
თუ ებრაელ მონას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გაათავისუფლე უსასყიდლოდ.
3
თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც.
4
თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და შვილებიც მისი ბატონისაა. თავად მარტო წავიდეს.
5
ხოლო თუ მონა იტყვის: მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები და არ მინდაო თავისუფლება,
6
მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა ღვთის სამსჯავროზე და მიაყენოს იგი კართან ან მის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მონა იქნება სამუდამოდ.
7
და თუ გაყიდის კაცი თავის ასულს მხევლად, ეს ქალი ისე ვერ წავა, როგორც მონა მიდის.
8
თუ თვალში არ მოუვიდა მის პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მის პატრონს, რომ უცხო ხალხს მიჰყიდოს იგი, რადგან თავად უღალატა მას.
9
ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც თავის ასულს, ისე მოექცეს.
10
თუ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ მას საზრდო, სამოსელი და თანაცხოვრება არ მოაკლოს.
11
თუ ამ სამ რამეს არ გაუკეთებს, ქალს შეუძლია ვერცხლით გამოუსყიდველად წავიდეს.
12
თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, მკვლელი უნდა მოიკლას.
13
ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა შეამთხვია, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს.
14
და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს, მაშინ ჩემს სამსხვერპლოსაც კი რომ მოეჭიდოს, წაიყვანეთ და მოაკვდინეთ.
15
ვინც თავის მამას ან თავის დედას დაარტყამს, უნდა მოიკლას.
16
ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის, ან ვისაც ხელში აღმოაჩნდება მოპარული, უნდა მოიკლას.
17
თავისი დედ-მამის მაგინებელი უნდა მოიკლას.
18
თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება,
19
მერე თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მისი მცემელი არ უნდა დაისაჯოს, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი.
20
და თუ კაცი კეტით სცემს თავის მონას ან მხევალს და ის მოკვდება მისი ხელით, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს.
21
მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე იცოცხლა, მაშინ მასზე შური აღარ იძიოთ, რადგან ის მისი საკუთრებაა.
22
თუ კაცები ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაეჯახებიან და ქალი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ მოუვა, მაშინ დამნაშავემ ჯარიმა გადაიხადოს, რასაც მას დააკისრებს ქალის ქმარი, და რასაც მსაჯულები დაუდგენენ.
23
ხოლო თუ უბედურება დატრიალდა, მაშინ მიეცი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ,
24
თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ,
25
დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
26
და თუ კაცმა თვალში ჩაარტყას თავის მონას ან თავის მხევალს და დაუზიანოს, უნდა გაათავისუფლოს მისი თვალის წილ.
27
და თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მონას ან თავის მხევალს, გაათავისუფლოს მისი კბილის წილ.
28
თუ ხარმა ურქინოს კაცს ან დედაკაცს და მოკლას იგი, ჩაიქოლოს ხარი და არ იჭამოს მისი ხორცი. ხოლო პატრონი ხარისა უდანაშაულოა.
29
მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დაამწყვდია იგი და მოკლა ამ ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარი ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოიკლას.
30
თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გაიღოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ.
31
თუ ვაჟს ან ასულს ურქინოს, იმავე კანონით მოექეცით მას.
32
თუ მონას ურქინოს ხარმა, ან მხევალს, ხარის პატრონმა 30 შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ ბატონს, ხარი კი ჩაიქოლოს.
33
და თუ ვინმე კაცმა ორმოს თავი გადახადოს, ან ამოთხაროს ორმო და არ დახუროს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდეს,
34
ორმოს პატრონმა ვერცხლით აუნაზღაუროს პატრონს, მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩეს.
35
და თუ ვინმეს ხარი მისი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ვერცხლი შუაზე გაიყონ, და მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ.
36
ხოლო თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და არ დაამწყვდია მისმა პატრონმა, გადაიხადოს ხარის საფასური, მოკლული კი მას დარჩეს.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→