bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 7
Exodus 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 8 →
1
უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, ღმერთად დაგადგინე ფარაონზე და აარონი, შენი ძმა, შენი წინასწარმეტყველი იქნება.
2
შენ იტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ, და აარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.
3
და მე გულს გავუსასტიკებ ფარაონს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
4
არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და ნახავს ეგვიპტე ჩემი ხელის ძალას, და დიდი სასჯელებით გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელიანთ, ეგვიპტის ქვეყნიდან.
5
და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან მათგან ისრაელიანთ.“
6
ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ.
7
მოსე იყო 80 წლისა, ხოლო აარონი 83 წლისა, როცა ფარაონს ელაპარაკნენ.
8
და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
9
„თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, მაშინ უთხარი აარონს, აიღოს თავისი კვერთხი და დააგდოს ფარაონის წინაშე. და გველად იქცევა კვერთხი.“
10
და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და მოიქცნენ ისე, როგორც უფალმა ბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მისი მსახურების წინაშე, და იქცა იგი გველად.
11
და უხმო ფარაონმა თავის ბრძენკაცებსა და მისნებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი ჯადოსნობით.
12
დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და იქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13
გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14
და უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარზეა გაუშვას ხალხი.
15
წადი ფარაონთან დილით. აჰა, გამოვა წყალთან და შენც დახვდი მდინარის პირას და კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16
და უთხარი მას: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა შენთან ამის სათქმელად: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში.’ და აჰა, არ ისმინე აქამდე.
17
და ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს, და იქცევა სისხლად.
18
გაწყდება თევზი მდინარეში, აყროლდება მდინარე და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი იმ წყალს.’“
19
და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი აარონს, აიღე-თქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს, მდინარეებს და ნაკადულებს, და ჭაობებს და წყალთა ყოველ შესაკრებელს, და იქცევიან სისხლად, და სისხლი ჩადგება-თქო მთელი ეგვიპტის ქვეყანაში, თვით ხისა თუ ქვის ჭურჭელში.“
20
და ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფალმა ბრძანა. და აღმართა მან კვერთხი, და დასცა მდინარის წყალს ფარაონისა და მის მსახურთა თვალწინ, და იქცა სისხლად მდინარის მთელი წყალი.
21
და თევზი მდინარისა გაწყდა და აყროლდა მდინარე, და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელნი მის წყალს. და დაგუბდა სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
22
და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მოსეს და აარონს, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
23
გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24
და თხრიდნენ ეგვიპტელნი მდინარის გაყოლებაზე ჭებს, რომ ეპოვათ სასმელი წყალი, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
25
და შესრულდა შვიდი დღე მას მერე, რაც უფალმა მდინარეს დაჰკრა.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40