bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 35
Exodus 35
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 36 →
1
და შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი თემი და უთხრა მათ: „აჰა, სიტყვები, რომელნიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2
ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის – უფლის დასვენების შაბათი. ყველა, ვინც ამ დღეს გააკეთებს საქმეს, მოკვდეს.
3
ცეცხლსაც ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.“
4
და უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელ თემს: „აჰა, სიტყვა, რომელიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
5
გაიღეთ ძღვენი უფლისათვის. ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს საუფლო ძღვენი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო,
6
ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი და თხისური.
7
ვერძის დათრიმლული ტყავი და გამოყვანილი ტყავი, აკაციის ხე,
8
სალამპრე ზეთი, სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის,
9
სარდიონის ქვები და ძვირფასი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის.
10
და ყველა ხელოვანი ოსტატი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:
11
სავანე, მისი კარავი და მისი საფარველი, მისი დუგმები და მისი კეტები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები.
12
კიდობანი და მისი კეტები, სარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა.
13
ტაბლა თავისი კეტებით და ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პურები.
14
სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, და მისი კანდელები და ზეთი სანათებლად.
15
საკმევლის სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი, და ფარდა სავანის შესასვლელისთვის.
16
სამსხვერპლო სრულადდასაწველისა და მისი ბადე ბრინჯაოსი, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი და მისი კვარცხლბეკი,
17
ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მათი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდა.
18
სავანის პალოები და ეზოს პალოები და მათი საბელები.
19
საწესო სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთათვის.“
20
და გამოვიდა ისრაელიანთა თემი მოსესგან.
21
და მოვიდა ყოველი კაცი, ვისაც კი გულმა გაუწია და თითოეული, ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და სამსახურებელი შესამოსელისთვის.
22
და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველგვარი ნივთი ოქროსი. თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის.
23
და ყველას, ვისაც კი ჰქონდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი, თხისური და ვერძთა დათრიმლული ტყავი მოჰქონდა.
24
ყველას, ვისაც კი შეეძლო ვერცხლის ან ბრინჯაოს შეწირვა, მიჰქონდა უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც კი ჰქონდა აკაციის ხეები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25
ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი.
26
და ყოველი დედაკაცი, ვისაც გული მიუწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.
27
მთავრებს მოჰქონდათ სარდიონის ქვები და ძვირფასი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის,
28
სურნელება და სანათებელი ზეთი და ზეთი მირონისათვის და სურნელოვანი საკმევლისათვის.
29
ისრაელიანებს, კაცსა თუ ქალს, ვისაც კი გული უწევდა მიეტანა ყოველი იმ საქმისათვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მოჰქონდათ ნებაყოფლობითი ძღვენი უფლისათვის.
30
და უთხრა მოსემ ისრაელიანთ: შეხედეთ, მოუხმო უფალმა სახელით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31
და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით,
32
ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა,
33
მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე.
34
და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35
აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა და ხელოვანი მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართზე და ბისონზე. და ეკეთებინათ ყოველგვარი საქმე ოსტატისა და ხელოვნისა.
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40