bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 18
Exodus 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 19 →
1
და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან.
2
და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც მოსემ მანამდე გაუბრუნა მამამისს,
3
და ციფორას ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რაც ნიშნავს: „ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში,“
4
და სახელი მეორისა იყო ელიყეზერი, რაც ნიშნავს: „ღმერთი მამაჩემისა შემეწია და დამიხსნა მე ფარაონის მახვილისგან.“
5
და მივიდნენ ითრო, სიმამრი მოსესი, და მისი ძენი, და მისი ცოლი მოსესთან უდაბნოში, სადაც ის დაბანაკდა ღვთის მთასთან.
6
და შეატყობინა მოსეს: „მე ვარ შენი სიმამრი ითრო, მოვდივარ შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.“
7
და მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანი სცა და გადაკოცნა. მოიკითხეს ურთიერთი და შევიდნენ კარავში.
8
და უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იფარავდა მათ უფალი.
9
გაიხარა ითრომ იმ სიკეთისათვის, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა ეგვიპტელთა ხელიდან.
10
და თქვა ითრომ: „კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ფარაონის ხელიდან.
11
ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე.“
12
და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი მსხვერპლი და საკლავები ღვთისთვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე.
13
მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და დილიდან საღამომდე გარს ერტყა მას ხალხი.
14
და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?“
15
და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: „ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად.
16
როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან და მეც განვსჯი მათ სამართალს, და ვაუწყებ მათ ღვთის წესებსა და მის რჯულდებებს.“
17
და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ.
18
გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.
19
ახლა ისმინე ჩემი ხმა: გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი საქმეები.
20
განუმარტე მათ წესები და რჯულდებები, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ.
21
ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
22
და განსაჯონ ხალხი ყოველთვის. და დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, და ყველა წვრილმანი საქმე თავად განსაჯონ. შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი.
23
თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე.“
24
და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა.
25
და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები ისრაელიანთაგან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
26
და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველ დროს. მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად განსჯიდნენ.
27
და გაისტუმრა მოსემ თვისი სიმამრი, და წავიდა ის თავის ქვეყანაში.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→