bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 17
Exodus 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 18 →
1
და აიყარა ისრაელიანთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის.
2
და ედავებოდა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცი წყალი, რომ ვსვათ.“ და უთხრა მათ მოსემ: „რას მედავებით? რად ცდით უფალს?“
3
და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საქონლის წყურვილით დასახოცად?“
4
და შეღაღადა მოსემ უფალს: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.“
5
და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელიანთა უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი.
6
მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა იქიდან წყალი, და დალევს ხალხი.“ და ასე გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7
და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელიანთა დავის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი, თუ არ არის?“
8
და მოვიდა ყამალეკი, და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9
და უთხრა მოსემ იესოს: „გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ყამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში.“
10
და გააკეთა იესომ, როგორც უთხრა მას მოსემ, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს. და მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ.
11
და როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, ძლევდა ყამალეკი.
12
დაუმძიმდა მოსეს ხელები. აიღეს ლოდი და დაუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე.
13
და სძლია იესომ მახვილით ყამალეკსა და მის ხალხს.
14
და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.“
15
და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად „იაჰვე-ნისი“,
16
რაც ნიშნავდა „უფალი ბაირაღია ჩემი.“ და თქვა მან: „ომი ექნება უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→