bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 23
Exodus 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 24 →
1
ნუ დაყრი ცრუ ხმებს; მხარს ნუ დაუჭერ უკეთურს ცრუ მოწმეობით.
2
ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში. უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი;
3
შეღავათს ნუ გაუწევ გლახაკს სამსჯავროში.
4
თუ წააწყდები შენი მტრის ხარს ან ვირს, გზადაბნეულს, დაუბრუნე პატრონს.
5
თუ დაინახო შენი მოძულის ტვირთქვეშ დაცემული ვირი, ნუ მიატოვებ, დაეხმარე მის აყენებაში.
6
ნუ გაამრუდებ ღარიბი კაცის სამართალს დავისას.
7
სიცრუეს განშორდი და უდანაშაულო და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან არ გავამართლებ ბოროტმოქმედს.
8
და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულთ და აუკუღმართებს მართალთა საქმეს.
9
ხიზანს ნუ შეავიწროებ. თქვენ იცით ხიზნის სული, რადგან ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10
ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე მოსავალი,
11
ხოლო მეშვიდე წელს არ დაამუშაო, მიაგდე, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ ნაგერალი და ნარჩენით გამოიკვებნენ ველის ცხოველები. ასევე დატოვე შენი ვენახი და ზეთისხილი.
12
ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13
ყველაფერი, რაც მე გითხარით, დაიცავით, და სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, ბაგეზე არ გაიკაროთ.
14
წელიწადში სამგზის იდღესასწაულეთ ჩემი დღესასწაულები.
15
დაიცავი უფუარობის დღესასწაული: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვის დაწესებულ ჟამს, რადგან ამ დროს გამოხვედი შენ ეგვიპტიდან. და ნუ მოვლენ ჩემს წინაშე ხელცარიელნი;
16
და დაიცავი დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მკისა, რაც ყანაში დაგითესავს; აგრეთვე დღესასწაული კრეფისა წელიწადის მიწურულს, როცა მოისთვლი შენს ნაშრომს.
17
წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი უფალი ღმერთის წინაშე.
18
საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავი პირუტყვის სისხლს, ნურც ჩემს სადღესასწაულო ქონს ნუ დატოვებ დილამდე.
19
შენი მიწის საუკეთესო პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში.
20
აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
21
იფრთხილე მის წინაშე და შეისმინე მისი სიტყვა, ნუ ეურჩები მას, რადგან ის არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22
თუ კარგად მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23
როცა წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან, და შევმუსრავ მათ,
24
თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, და არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ დაანგრიე ისინი და შემუსრე მათი ძეგლები.
25
და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს, და აგაცილებთ სნეულებას.
26
არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი შენს მიწაზე, და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27
წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, რომელთანაც შენ მიხვალ. შენი მტრების ზურგს გახილვინებ.
28
და წინ წაგიმძღვარებ შიშს და გარეკავს ის ხიველებს, ქანაანელებს და ხეთელებს შენგან.
29
არ მოგაშორებ მას ერთ წელიწადს, რომ არ მოოხრდეს ქვეყანა და არ მოგეძალოს ველის ნადირი.
30
თანდათანობით მოგაშორებ მას, რომ მოშენდე და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31
გავავლებ შენს საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, და უდაბნოდან მდინარემდე, როცა ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და შენ მოიშორებ მათ.
32
ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს.
33
არ იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.“
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40