bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 27
Exodus 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 28 →
1
და გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისაგან ხუთი წყრთის სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა. ოთხკუთხედი იყოს სამსხვერპლო, სამი წყრთის სიმაღლისა.
2
და გაუკეთე მას რქები ოთხივკუთხივ, მისგანვე იყოს მისი რქები და მოჭედე იგი ბრინჯაოთი.
3
და გაუკეთე მას ქოთნები ნაცრის ჩასაყრელად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა ნივთი ბრინჯაოსგან გააკეთე.
4
და გაუკეთე მას ცხაური ბადისებრი ნახელავი ბრინჯაოსაგან, და ბადეზე გაუკეთე ბრინჯაოს ოთხი რგოლი მის ოთხ კიდეზე.
5
და შედგი იგი სამსხვერპლოს ქვეშ და ბადე სამსხვერპლოს შუამდე სწვდებოდეს.
6
და გაუკეთე აკაციის ხის კეტები სამსხვერპლოს, და მოჭედე ისინი ბრინჯაოთი.
7
გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს ისინი სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად.
8
ღრუ გააკეთე სამსხვერპლო, ფიცრებით. როგორც გიჩვენე მთაზე, ისე გააკეთონ.
9
მოაწყვე სავანის ირგვლივ ეზო. სამხრეთის მხარეს ფარდა ჰქონდეს ეზოს გრეხილი ბისონისა, 100 წყრთის სიგრძისა ამ მხარეს,
10
20 სვეტზე გაჭიმული. სვეტები იდგეს ბრინჯაოს კვარცხლბეკებზე. სვეტების დუგმები და მარწუხები ვერცხლისა იყოს.
11
და ასევე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, 100 წყრთის სიგრძის ფარდა. და სვეტები მისი – 20, და მათი კვარცხლბეკები – 20, ბრინჯაოსი. სვეტების დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა იყოს.
12
ეზოს სიგანეზე დასავლეთით – ფარდები 50 წყრთის სიგრძისა. მათი 10 სვეტი და 10 კვარცხლბეკი.
13
და ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, – 50 წყრთა,
14
15 წყრთის სიგრძის ფარდები ერთი მხარისათვის სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
15
და მეორე მხარისათვის – 15 წყრთის სიგრძის ფარდები სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
16
და ეზოს ბჭისათვის ჩამოსაფარებელი – 20 წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობა. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.
17
ეზოს ირგვლივ ყოველი სვეტი შეერთდეს ვერცხლის სამაგრებით. მათი დუგმები ვერცხლისა იყოს, და მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი.
18
ეზოს სიგრძე 100 წყრთა, სიგანე – 50, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები ბისონისა, მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი.
19
სავანის მთელი სამსახურებელი ჭურჭელი და ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო ბრინჯაოსი უნდა იყოს.
20
უბრძანე ისრაელიანთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეითუნის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი.
21
საკრებულო კარავში, ჩამოსაფარებლის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ ბინდიდან განთიადამდე უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია ისრაელიანთა თაობებისათვის.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
Recommended Reading
Commentary
Exodus Commentaries
→
Devotional
Exodus Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→