bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 40
Exodus 40
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე – საკრებულო კარავი.
3
და დადგი იქ კიდობანი მოწმობისა, და ჩამოაფარე კიდობანს ფარდა.
4
შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე რაც დასაწყობია, და შეიტანე სასანთლე და დადგი ზედ მისი კანდელები.
5
და დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის მოწმობის კიდობნის წინ, და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან.
6
და დადგი სამსხვერპლო სრულადდასაწველისა სავანის – საკრებულო კარვის შესასვლელის წინ.
7
და დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
8
და მოაწყვე გარშემო ეზო ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს კარიბჭეზე.
9
აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია. წმიდა ჰყავ მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.
10
სცხე სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო, და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.
11
და სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და წმიდა ჰყავ იგი.
12
და მიიყვანე აარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან და განბანე ისინი წყლით.
13
და შემოსე აარონი წმიდა შესამოსლით, და სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს.
14
და მისი ძენი მოიყვანე და შემოსე ისინი კვართებით.
15
და სცხე მათ, როგორც სცხე მათ მამას, რათა მღვდლობა გამიწიონ, და იყოს მათი ცხება საუკუნო მღვდლობად მათი თაობიდან თაობამდე.
16
და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას.
17
მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს აღიმართა სავანე.
18
აღმართა მოსემ სავანე: დადგა მისი კვარცხლბეკები, აღმართა მისი კეტები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა მისი სვეტები.
19
გადააფარა საფარველი სავანეს და დაადო საბურველი ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
20
აიღო მოსემ მოწმობა და ჩადო კიდობანში, და გაუყარა კეტები კიდობანს და დაახურა სარქველი კიდობანს ზემოდან.
21
და შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა ფარდა და დაფარა კიდობანი მოწმობისა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22
და დადგა ტაბლა საკრებულო კარავში, სავანის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ.
23
და დააწყო მასზე პურები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
24
და დადგა სასანთლე სავანეში – საკრებულო კარავში ტაბლის პირისპირ, სავანის სამხრეთ მხარეს,
25
და დადგა მასზე კანდელები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
26
და დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში ფარდის წინ.
27
და აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
28
და ჩამოჰკიდა ფარდა სავანის შესასვლელში.
29
და დადგა სრულადდასაწველის სამსხვერპლო სავანის – საკრებულო კარვის შესასვლელში, და აღავლინა მასზე სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30
და დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხა შიგ წყალი განსაბანად,
31
და განიბანდნენ მასში მოსე და აარონი და მისი ძეები ხელებსა და ფეხებს.
32
საკრებულო კარავში შესვლისას, ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
33
და მოაწყო ეზო სავანესა და სამსხვერპლოს ირგვლივ, და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს კარიბჭეზე. და დაასრულა მოსემ საქმე.
34
დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი, და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
35
ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
36
როცა ასცილდებოდა სავანეს ღრუბელი, მაშინ აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.
37
და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ აიყრებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე არ ასცილდებოდა.
38
უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, და ცეცხლი ენთო ღრუბელში ღამით ისრაელის მთელი სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40