bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 26
Exodus 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 27 →
1
და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის ქსოვილის ათი ნაჭრისაგან. და ოსტატურად უნდა ამოქარგო ქერუბიმები მათზე.
2
თითოეული ნაჭრის სიგრძე იყოს 28 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყოს.
3
ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერე, მეორე ხუთი ნაჭერიც – ერთმანეთს.
4
და გაუკეთე ცისფერი კილოები განაპირა ნაჭერს კიდეზე, და ასევე გააკეთე მეორე ნაჭრის კიდეზე.
5
50 კილო გაუკეთე ერთი ნაჭრის კიდეზე, 50 კილო – მეორე ნაჭერს. კილოები მიესადაგონ ერთმანეთს.
6
და გააკეთე 50 დუგმა ოქროსი, და შეაერთე ნაჭრები ურთიერთთან დუგმებით, და ერთიანი იქნება სავანე.
7
და გააკეთე გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის გადასახურავად. 11 ასეთი გადასაფარებელი გააკეთე.
8
სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყოს 30 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. თერთმეტივე გადასაფარებლი ერთი ზომისა იყოს.
9
და შეაერთე ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი ცალკე, და ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი კარვის წინა მხარეს.
10
გაუკეთე 50 კილო ერთ გადასაფარებელს კიდეზე, და 50 მეორე გადასაფარებელს კიდეზე.
11
გააკეთე ბრინჯაოს 50 დუგმა და გაუყარე დუგმები კილოებში, და შეაერთე სავანე, და ერთიანი იქნება.
12
და ჩამოშვებული ნამეტი სავანის გადასაფარებლიდან, გადასაფარებლის ნამეტობის ნახევარი, სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული.
13
სავანის გადასაფარებლის სიგრძეზე მორჩენილი ნამეტი, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქით, მის დასაფარავად.
14
და გააკეთე საფარველი კარვისათვის ვერძის ტყავისა დათრიმლული და გამოყვანილი ტყავის საფარი ზემოდან.
15
და გააკეთე კეტები სავანისათვის აკაციის ხისაგან.
16
10 წყრთა იყოს სიგრძე თითოეული ძელისა და წყრთანახევარი – სიგანე.
17
ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ასე გაუკეთე სავანის ყოველ ძელს.
18
და გააკეთე კეტები სავანისათვის: 20 ძელი სამხრეთის მხარეს.
19
და ვერცხლის 40 კვარცხლბეკი გაუკეთე ოცივე ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი ყველა სხვა ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
20
და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთ მხარეს – 20 ძელი.
21
და მათთვის ვერცხლის 40 კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელის ქვეშ.
22
სავანის უკანა, დასავლეთი მხარისათვის, გააკეთე ექვსი ძელი.
23
და ორი ძელი გააკეთე სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
24
იყოს ისინი შეკრული ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით. ასე უნდა იყოს ორივე კუთხისათვის.
25
და იქნება რვა ძელი და ვერცხლის 16 კვარცხლბეკი, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ბოძისთვის.
26
და გააკეთე ლარტყები აკაციის ხისაგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის კეტებისათვის.
27
და ხუთი ლარტყი სავანის მეორე მხარის კეტებისათვის, და ხუთი – სავანის უკანა მხარის კეტებისათვის, დასავლეთით.
28
და შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ძელებს.
29
მოავარაყე კეტები ოქროთი, და მათი რგოლები, ლარტყების გასაყრელები გააკეთე ოქროსი, და ლარტყებიც ოქროთი მოავარაყე.
30
და ააგე სავანე იმ წესით, რომელიც მთაზე იხილე.
31
და მოქსოვე ფარდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით ამოქარგონ იგი, ქერუბიმებით.
32
და ჩამოკიდე იგი ოქროთი მოვარაყებულ აკაციის ოთხ ბოძზე, ოქროსი იყოს მათი დუგმები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე,
33
და მიაბნიე ფარდა დუგმებს, და შეიტანე იქ, ფარდის მიღმა, მოწმობის კიდობანი. და ფარდა გამოჰყოფს თქვენთვის წმიდას წმიდათა წმიდისაგან.
34
და დაახურე სარქვეველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
35
და დადგი ტაბლა ფარდის გარეთ და სასანთლე ტაბლის პირისპირ სავანის გვერდით, სამხრეთისაკენ, და დადგი ტაბლა ჩრდილოეთით.
36
და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით.
37
და გააკეთე ჩამოსაფარებლისათვის ხუთი სვეტი აკაციისა და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მათი დუგმები ოქროსი იყოს; და ჩამოასხი მათთვის ბრინჯაოს ხუთი კვარცხლბეკი.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40