bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Exodus 4
Exodus 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 5 →
1
და თქვა მოსემ: „არ დამიჯერებენ, არ მოისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?“
2
უთხრა უფალმა: „რა გიჭირავს ხელში?“ მიუგო: „კვერთხი.“
3
და თქვა უფალმა: „დააგდე მიწაზე!“ და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაერიდა მას მოსე.
4
და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით.“ მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში. –
5
„ამით ირწმუნებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.“
6
და კვლავ უთხრა მას უფალმა: „ჩაიყავი ხელი უბეში!“ და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან ამოიღო, მისი ხელი თოვლივით თეთრი იყო კეთრისგან.
7
და უთხრა მან: „ჩააბრუნე ხელი უბეში!“ და ჩააბრუნა ხელი უბეში. და უკან რომ ამოიღო ხელი უბიდან, თავისი ფერი დაბრუნებოდა ხორცს. –
8
„თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.
9
თუ არ ერწმუნენ ამ ორ სასწაულს და არ გაიგონეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და დაღვარე მიწაზე. და ის წყალი სისხლად იქცევა მიწაზე.“
10
და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მსახურს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“
11
და უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან თვალხილულს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
12
ახლა წადი და მე ვიქნები შენთან და გასწავლი, რაც უნდა ილაპარაკო.“
13
უთხრა მოსემ: „გევედრები, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე.“
14
განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და როცა დაგინახავს, გულით გაიხარებს.
15
შენ ილაპარაკებ მასთან და ეტყვი, რაც უნდა თქვას. და მე ვიქნები შენთან და მასთან, და გასწავლით, რაც უნდა გააკეთოთ.
16
და ილაპარაკებს ის ხალხთან შენს ნაცვლად. და ის იქნება შენთვის ბაგე, და შენ იქნები მისთვის ღმერთი.
17
და ეგ კვერთხი ხელში გეჭიროს, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.“
18
და წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: „წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან, თუ არა.“ და უთხრა ითრომ მოსეს: „მშვიდობით გევლოს.“
19
და უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სიკვდილს ლამობდა.“
20
და ადგა მოსე, შესხა თავისი ცოლ-შვილი სახედარზე და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. და ეჭირა მოსეს ღვთის კვერთხი ხელში.
21
და უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელთ მოგეცი. მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ის ხალხს.
22
და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი.
23
და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’“
24
გზაში, ღამისსათევში, დახვდა მოსეს უფალი და მოკვლა დაუპირა.
25
და აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა დაუცვითა შვილს და შეახო მოსეს ფეხთ, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ ჩემი.“
26
და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.“
27
და უთხრა უფალმა აარონს: „წადი, შეეგებე მოსეს უდაბნოში.“ წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.
28
და მოუთხრო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც იგი მოავლინა, და ყოველი სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.
29
და წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელის ძეთა ყველა უხუცესი.
30
და მოუთხრო აარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31
და ირწმუნა ხალხმა. და გაიგეს, რომ მოხედა უფალმა ისრაელის ძეთ და დაინახა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს მათ და თაყვანი სცეს.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40